Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

გოლდ-კოსტი

გოლდ-კოსტის უსასრულო ოქროს პლაჟები, წელიწადში 300 მზიანი დღე და გამჭვირვალე წყალი ყოველ წელს ხიბლავს და აღაფრთოვანებს დაახლოებით 12 მილიონ ტურისტს. 


ქალაქი, რომლის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს, განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და სანაპირო ზოლის გასწვრივ 57 კილომეტრზეა გადაჭიმული. ირგვლივ ორი საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. 


ავსტრალიის მთავარი ტურისტული ცენტრი — ეს არის არა მარტო შოპინგი, დასვენების პარკები, რესტორნები, გართობა და ღონისძიებები, არამედ, აგრეთვე, უამრავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. ქალაქის მშვენიერი პლაჟების უკან მდებარეობს სუბტროპიკული ტყეები გასაოცარი პეიზაჟებით. გაისეირნეთ პლაჟზე "სერფერს ფარადაიზ" (Surfers Paradise), ადით ლეგენდარულ გადასახედ მოედანზე Sky Point, ეწვიეთ კარამბინის ბუნებრივ ნაკრძალს. ითამაშეთ ფეხბურთი ან ფრენბურთი, დაკავდით სერფინგით და ვინდსერფინგით, ისრიალეთ წყლის თხილამურებზე, გამოიჩინეთ სიმამაცე და გაბედეთ ბანჯი-ჯამფინგი (ბაგირით ჩამოხტომა, «ტარზანკის» ანალოგი).