Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ხიდი ჰარბორ-ბრიჯი

სიდნეის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა — ჰარბორის ხიდი მსოფლიოში ყველაზე დიდი თაღოვანი ფორმის მქონე ფოლადის ერთმილიანი ხიდია. მისი სიგრძეა 1149 მეტრი, თაღის მალი - 503 მეტრი, ხოლო სიმაღლე ზღვის დონიდან 134 მეტრი.

ჰარბორის ხიდი 1932 წელს აშენდა. ის ორ კომერციულ ცენტრს აკავშირებს ერთმანეთთან და სიდნეის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო ხაზს წარმოადგენს. ხიდის ასაშენებლად 58 ტონა ფოლადი გამოიყენეს.   


ხიდზე მანქანები და მატარებლები მოძრაობენ, ხალხი სეირნობს, ხდება ტვირთის გადაზიდვა. ხიდის ქვეშ ბორანები დაცურავენ.

ახალი წლის სადღესასწაულო ღამეს ჰარბორის ხიდზე პიროტექნიკური შოუ ეწყობა. გაისეირნეთ ხიდზე და დატკბით ქალაქის შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი პანორამით.