Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ოპერის თეატრი

სიდნეის ოპერის თეატრი თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა ჰარბორის ხიდთან ერთად. სახურავის არაჩვეულებრივმა დიზაინმა, მაღლა აფრიალებული იალქნების ფორმით, ოპერის თეატრი მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილ ნაგებობად, შთაგონების და ინოვაციების სინონიმად აქცია. 2007 წელს "იუნესკო"-მ სიდნეის ოპერის თეატრი მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეიყვანა.

დღეს ოპერის თეატრი ავსტრალიაში ნომერი პირველი ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც წელიწადში 8,2 მლნ.-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.  


აგრეთვე, ოპერის თეატრი არის საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრი, რომელშიც წელიწადში 363 დღის მანძილზე 2000-ზე მეტი დადგმაა წარმოდგენილი მილიონ ნახევარზე მეტი მაყურებლისთვის.