Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

სიდნეი

სიდნეი — ახალი სამხრეთ უელსის შტატის დედაქალაქი და ავსტრალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი 4,6 მლნ. მოსახლეობით — სავსეა ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული ფასეულობებით. 

თავისი მუზეუმებით და გალერეებით, მაღაზიებითა და საერთაშორისო კლასის  რესტორნებით, საუკეთესო სკოლებით და უნივერსიტეტებით, აგრეთვე, პლაჟებით, ყურეებით და ეროვნული პარკებით, სიდნეი სახელმწიფოს სავაჭრო-საფინანსო, ეკონომიკურ და საკურორტო ცენტრს წარმოადგენს.


სიდნეიში დღემდე შეიძლება ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც საოცარი ადამიანები —  აბორიგენები ცხოვრობენ. ისინი საკმაოდ ტრადიციული ცხოვრების წესს მიჰყვებიან, მაგრამ გარეგნობა და ცხოვრების სტილი (ვაჭრები, მსახიობები) მკაფიოდ მიუთითებს მათ წარმომავლობაზე.

ნავსადგური ქალაქს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს, ხოლო ჰარბორის ხიდსა და გვირაბს ერთმანეთთან აკავშირებს. ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ქალაქის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული, ხოლო მსხვილი ბიზნეს და საცხოვრებელი რაიონები — ჩრდილოეთში.   


მარკეტ და ელიზაბეთ-სთრიტის კუთხეში შეგხვდებათ ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსალური მაღაზია — David Jones. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი კერძი  მრავალრიცხოვანი დელიკატესებიდან, ხოლო შემდეგ, პიკნიკისთვის ჰაიდ-პარკამდე გაისეირნოთ. გიყვართ შოპინგი? მაშინ გაემგზავრეთ სიდნეის ცენტრალურ საქმიან უბანში (ბიზნეს-ცენტრში). რვა სავაჭრო ცენტრის 400-მდე ჯიხურსა და პატარა მაღაზიებში იპოვით ყველაფერს, რასაც ინებებთ.