აღმასრულებელი კონფერენცია 2021 ზამბეზის ხეობაში
აღმასრულებელი კონფერენცია 2021 - ეს არის თავგადასავალი სამ ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ლამაზ რეგიონში, ხეობასა და მდინარე ზამბეზის მახლობლად. მოხვდი ველური აფრიკის ბუნების ცენტრში, ისიამოვნე დაუვიწყარი სილამაზით და დააფასე პრემიუმ კურორტის ფუფუნება, რომლითაც ცნობილია ჩვენი აღმასრულებელი კონფერენციები. ეს არის აუნიკალური შესაძლებლობაა აღინიშნოს შენი და ლიდერების წარმატება ფეშენებელურ, არაორდინალურ გარემოში, ასევე გაიცნო აფ იოკნიკებისა და ორიფლეიმის მენეჯმენტის ოჯახი
აღმოაჩინე ხელუხლებელი ბუნების სილამაზე ზამბეზის მახლობლად მდებარე ერთ–ერთ საუკეთესო ადგილას საფარისთვის. 2,700 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარე მიედინება აფრიკის 6 ქვეყანაში და გადის მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების - ვიქტორიას ჩანჩქერის მახლობლად, რომელიც მდებარეობს ზამბიასა და ზიმბაბვეს საზღვარზე. იგრძენი ვიქტორიას სიძლიერე და ძალა, თვალი სეავლე კამეჩებს, ზებრებს, ჟირაფებს, სპილოებს, ჰიპოპოტამებსა და ნიანგებს მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში.
იმოგზაურე ჩვენთან ერთად, ეს მოგზაურობა მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება!
ვიქტორიისა და ზიმბაბვეს ჩანჩქერი
ადგილობრივები თავიანთ ენაზე მას Mosi-oa-Tunya უწოდებენ, რაც "მქუხარე კვამლს" ნიშნავს. სიტყვა "მქუხარე" შესანიშნავად აღწერს ამ ძლევამოსილ ჩანჩქერს, რომლის სიგანეც 2 კილომეტრია, სიმაღლე კი 103 მეტრი. ვიქტორია შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებათა ნუსხაში. აქ შეგიძლია არა მხოლოდ დაუვიწყარი ხედებით დატკბე, არამედ ჩანჩქერის ძირში ჩახვიდე, რათა იგრძნოთ მისი ძალა, ასევე ვერტმფრენის ფანჯრიდან დაინახო ვიქტორია და მოაწყო ჯომარდობა მდინარე ზამბეზზე. ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება ნახოთ ცხოვრებაში!
საფარი ბოცვანაში
ჩობეს ნაციონალური პარკი ბოცვანაში - აფრიკაში ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა საფარისთვის. პარკი, რომელსაც ასევე უწოდებენ "გიგანტების მიწას" - ეს არს 10 000 კვ. კმ მდიდარი ეკოსისტემა და მრავალფეროვანი პეიზაჟები, სპილოთა უმსხვილესი პოპულაციის ადგილსამყოფელი. აქ ჩობეს მდინარის გარშემო ცხოვრობს უამრავი უნიკალური სახეობის ცხოველი და ფრინველი - ლომები, კამეჩები, ზებრები, კირჩხიბები, ანტილოპების რამდენიმე სახეობა, ბაბუინები, ჟირაფები, მეჭეჭებიანი ღორები, მაიმუნი-ვერტკეკი და მრავალი სხვა. არ გაუშვა ხელიდან შანსი ნახო აფრიკის ველური ბუნება და მისი ბინადრები ახლოდან.
პრემიალური კურორტი ზამბიაში
ვიზიტი ამ მდიდრულ კურორტზე, რომელიც მდებარეობს ეროვნულ პარკში Mosi-oa-Tunya, ვიქტორიას ჩანჩქერის მახლობლად, თავისთავად უნიკალური გამოცდილებაა. ისიამოვნე სავანისა და მდინარე ზამბეზის პანორამული ხედებით პირდაპირ სასტუმროს ვერანდადან, საიდანაც დაინახავ ასევე ჰიპოპოტამებს, სპილოებს და სხვა ცხოველებს. მოუსმინე ეგზოტიკური ფრინველების სიმღერას, თვალი ადევნე მორბენალ ზებრებს და შეხვდი გამთენიას ჩანჩქერთან. სასტუმროდან საფეხმავლო გზით რამდენიმე წუთში მდებარეობს ხიდი "დანის პირი", საიდანაც იშლება თავბრუდამხვევი ხედი ვიქტორიას ჩანჩქერზე.
ზამბეზის კულტურა და ხალხი
ზამბეზის ხეობაში ცხოვრობს სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი - ტონგა, შონა, შევა და ნსენგა - ისინი დაკავებულნი არიან ფერმერობით. აღმოაჩინე უნიკალური რეგიონი, სადაც ადამიანები და ცხოველები ცხოვრობენ ჰარმონიაში, სადაც სიმღერები, ცეკვები, ლეგენდები და ზღაპრები - ყოველდღიურობის ნაწილია. ააააავთენთური მუსიკა, რკინისა და კერამიკის ნაკეთობები - აი რით არის ცნობილი ზამბეზის ხეობის ტრადიციული კულტურა.შეიძინე უნიკალური სუვენირი ლივინგსტონში - პატარა ქალაქში, რომელსაც შოტლანდიელი მისიონერისა და მკვლევარის - ჯორჯ ლივინგსტონის სახელი ქვია. ჯორჯი იყო პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია ვიქტორიას ჩანჩქერს 1850 წელს. ამას გარდა, ლივინგსტონში შეხვდები საინტერესო კოლონიურ არქიტექტურას, უამრავ მუზეუმსა და მაღაზიას.