გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქალაქის ფაუნა

კეიპტაუნში 5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს სხვადასხვა სახეობის ცხოველთან ერთად, ფლამინგოს, ზღვის კატების, მაიმუნების და სხვა ეგზოტიკური სახეობის ჩათვლით. ქალაქის ზღვის წყლებში ბინადრობენ კუზა და სამხრეთული ვეშაპები, ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ ხშირად ადევნებენ თვალს. სამხრეთ აფრიკას მისი ნაციონალური ცხოველიც კი ჰყავს - გრაციოზული ანტილოპა სპრინგბოკი.

აი კეიპტაუნის ფაუნის რამდენიმე წარმომადგენელიც:

პინგვინები ბოლდერსის სანაპიროზე — პინგვინების აფრიკული კოლონია

ბოლდერსის სანაპიროზე, რომელიც ქალაქ საიმონ ტაუნსა და კეიპ-პოინტს შორის მდებარეობს, ბინადრობენ იშვიათი აფრიკული პინგვინები, რომლებსაც შეიძლება დააკვირდეთ ახლოდან, მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. 

კეიპის ზღვის კატები

კეიპის ზღვის კატებს უყვართ კეიპტაუნის გარშემო მდებარე წყლებში ნებივრობა, ისინი მეგობრულები ჩანან, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საკმაოდ ძლიერი ცხოველები არიან; მამრობითი სქესის კატები აღწევენ 300 კილოგრამამდე წონას. ისინი იკვებებიან თევზით, კალმარებით და კრაბებით, გაურბიან ისეთი ძუძუმწოვარებს, როგორიცაა ზვიგენი, ან ვეშაპი. მათ შეიძლება შეხვდე კალკისა და ჰოუტის ყურეებში, ასევე ვიქტორიისა და ალბერტას სანაპიროებზე. თუ გსურს ახლოდან ნახო ისინი, გაემართე სპეციალურ ექსკურსიაზე.


ფლამინგოები

კეიპტაუნში ბინადრობენ ფლამინგოების მსხვილი სახეობები, რომელთა სიმაღლე 130-160 სანტიმეტრია. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მრავლდებიან და მოფრინავენ სამხრეთში კარგი ამინდისთვის, როგორც ადამიანები. ეს გრაციოზული ჩიტები ადრე იშვიათ სახეობად ითვლბოდა, თუმცა დღეს კეიპტაუნის სანაპიროს უმეტეს ნაწილს ავსებენ. მათი დაკვირვებისთვის საუკეთესო რაიონებია პაინლენდი, მილნერტონი და კომეტჯი.