გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქალაქის ატმოსფერო

კეიპტაუნი - ცოცხალი მეგაპოლისი, სადაც ყველა კუთხეში მუსიკის ხმა ისმის. მიუხედავად გემოვნებისა - ადგილობრივი კულტურა დაიპყრობს შენს გულს. სამხრეთაფრიკული ქუჩის ხელოვნება იშვა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც გრაფიტმა მისცა ადამიანებს საშუალება გამოეხატათ აღშფოთება რეპრესიული კანონების და შავკანიანი სამხრეთაფრიკელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. დღეს ქალაქის ბევრ რაიონში შეხვდებით როგორც აფრიკელი, ისე უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს.

კეიპტაუნი განსაკუთრებით პოპულარულია შემოქმედების მოყვარულ ადამიანებში, აქ მდებარეობს აფრიკული ხელოვნების - ცაიცას მსოფლიოში უდიდესი თანამედროვე მუზეუმი. ის განთავსებულია უძველეს მცენარეთა საცავში, ვიქტორიისა და ალბერტას სანაპიროზე, რომელიც თავის მხრივ პოპულარული ტურისტულიღირსშესანიშნაობაა მისი 80 რესტორნით, 450 მაღაზიით, მუზეუმებითა და სანაპიროს გასართობებით.