კეიპტაუნის გემო
სამხრეთაფრიკული სამზარეულო, რომელიც გამოირჩევა ცხარე სანელებლებით, ახლად დაჭერილი თევზით და უნიკალური ადგილობრივი პროდუქტებით, ეს არის აფრიკის და იმ ქვეყნების კულინარიული ტრადიციების ნაზავი, რომელთაც კოლონიასაც წარმოადგენდა ძველად სამხრეთ აფრიკა - ეს ქვეყნებია დანია, საფრანგეთი, მალაიზია და დიდი ბრიტანეთი. აღმოაჩინე სრულიად ახალი, განუმეორებელი კერძები მხოლოდ აქ!
კეიპტაუნის ვენახები - ერთ-ერტი ყველაზე ნაყოფიერია მსოფლიოში. ასევე საინტერესოა მათი კულტურა და არქიტექტურა, აქ ხომ უძველესი მარნებია, კეიპ-ჰოლანდიურ სტილში. ის მე-16 საუკუნიდან მოდის, როდესაც ჰოლანდიელები პირველად ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში და დაიწყეს ფერმების აშენება ევროპული მაგალითის შესაბამისად. კეიპ-ჰოლანდიური სტილის არქიტექტურული გავლენა დღემდე შენარჩუნებულია და განსაკუთრებით შეიმჩნევა პროვინციაში - დასავლეთ კეიპი, სადაც მეღვინეობის კერაა.