მაგიდის მთა
მაგიდის მთა სამხრეთ აფრიკის სავიზიტო ბარათია, მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, რომლის ფერდობებზეც მდებარეობს კეიპის ფლორისტული სამეფო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მთა აღმოაჩინა პორტუგალიელმა ანტონიო დე სალდანამ 1503 წელს. მანვე მისცა მას დასახელება Taboa de Cabo — მაგიდის მთა. მის მწვერვალზე, საიდანაც იშლება კეიპტაუნის ხედი, შეიძლება ახვიდეთ ფეხით, ან საბაგიროთი. ბრტყელი მთა სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ფოტოების გადასაღებად, აქ იდეალური კადრები გამოდის განსაკუთრებით Instagram გვერდისთვის! თვით მთის ფოტოს გადასაღებად კი გაემართეთ ლაიონს-ჰედის მწვერვალზე, რომელიც მდებარეობს ნაციონალურ პარკში "მაგიდის მთა" და მოსჩანს კეიპტაუნის ნებისმიერი წერტილიდან.