აღმასრულებელი კონფერენცია-2020
აღმასრულებელი კონფერენცია-2020 გაიმართება სან-ფრანცისკოში, მაღალი ტექნოლოგიების, დახვეწილი ღვინოების და გრანდიოზული არქიტექტურული გადაწყვეტილებების სამშობლოში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას შევეგებოთ თქვენს მიღწევებს ამ დიდებულ მოგზაურობაში!
1776 წელს დაარსებული სან-ფრანცისკო ჩრდილოეთ კალიფორნიის თვალწარმტაცი სანაპირო ზოლის გასწვრივ არის გადაჭიმული. სან-ფრანცისკოს ყურეს ტერიტორია კონტრასტებით არის აღსავსე: სილიკონის ველის მაღალტექნოლოგიური ცენტრები თანაარსებობენ ნაპის და სონომის ცნობილ ველებთან, სადაც საუკეთესო ამერიკული ღვინოები იბადებიან.
«ოქროს ჭიშკრის» ხიდი, ალკატრასის კუნძული, საბაგირო ტრამვაიების სისტემა, კოიოტის კოშკი და ჩაინათაუნი — «ყურესთან მდებარე ქალაქის» მსოფლიო ღირსშესანიშნაობები განცვიფრებას იწვევს.