Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში

ბრილიანტის და აღმასრულებელი კონფერენციები 2019

მოემზადეთ დაუჯერებელი თავგადასავლებისთვის!

2019 წლის გლობალური საერთაშორისო კონფერენციები

ბრილიანტის და აღმასრულებელი კონფერენციები 2019 წელს ჩატარდება სიდნეისა და გოლდ-კოსტში!

ჟურნალ «Travel  & Leisure»-ის აზრით, სიდნეი ბოლო ათი წლის მანძილზე 8-ჯერ იყო დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად. ის ნამდვილ ოცნებად რჩება მოგზაურებისა და ექსკლუზიური დასვენების მოყვარულთათვის. ეს არის მკვეთრი კონტრასტებით და ძველისა და თანამედროვის დახვეწილი შეხამებით სავსე ქალაქი. სიდნეი წარმოუდგენლად მიმზიდველია თავგადასავლების მოყვარულთათვის, ხოლო მისი ღირსშესანიშნაობები, მაგალითად, შესანიშნავი ნავსაყუდელი, საოპერო თეატრი და ჰარბორის ხიდი ნამდვილად დაისადგურებენ თქვენს გულებში. 

გლობალური აღმასრულებელი კონფერენცია ჩატარდება გოლდ-კოსტში. უსასრულო ოქროს პლაჟები და 300 მზიანი დღე წელიწადში  — თქვენ გელით მზით, ზვირთცემით, ოქროს ქვიშითა და აქტიური დასვენებით სავსე მათრობელა კოქტეილი. 

ბრილიანტის და აღმასრულებელი კონფერენციები მოასწავებს იყოს ნამდვილად განსაკუთრებული.  მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას. ხორცი შეასხით თქვენს ოცნებებს და მასშტაბურად აღნიშნეთ, იდღესასწაულეთ თქვენი მონაპოვარი ორიფლეიმის ტოპ-ლიდერებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად.

ფაქტები

ჰარბორ-ბრიჯი

ჰარბორის ხიდის სიგრძეა 1149 მეტრი, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდ, თაღოვანი ფორმის ფოლადის ხიდად გვევლინება.

ოპერის თეატრი

სიდნეის ოპერის თეატრის მშენებლობა 14 წელიწადს გაგრძელდა და ათი ათასი მუშახელის შრომა მოითხოვა. მშენებლობაზე დახარჯული თანხის მთლიანმა ღირებულებამ 102 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეადგინა, რაც 14-ჯერ აღემატება თანხას, რომლის დახარჯვასაც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

სიდნეი - მულტიეროვნული ქალაქი

სიდნეი - მულტიეროვნული ქალაქია. მისი მაცხოვრებლები საუბრობენ ინგლისურ, არაბულ, ჩინურ (კანტონის და მანდარინის დიალექტები), ბერძნულ და ვიეტნამურ ენებზე.

იცით თუ არა?

რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიდნეიში?

რომელია ავსტრალიის დედაქალაქი?

სად მდებარეობს საუკეთესო გადასახედი მოედნები სიდნეიში?

როგორ მუშაობენ ბარები და ღამის კლუბები?

სად მდებარეობს ყველაზე მოდური პლაჟი?

როგორ შენდებოდა სიდნეის ოპერის თეატრი?