ბრილიანტის კონფერენცია 2021 კეიპტაუნში
ბრილიანტის კონფერენცია 2021 კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) გპირდება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. აღმოაჩინე კეიპტაუნის გასაოცარი ბუნება და კულტურა და მიიღეშთაგონება ჩვენი ლიდერებისგან, ახალი პროდუქტებით, საინტერესო შეხვედრებით და შენი წარმატების აღიარებით. გახდი ორიფლეიმის მსოფლიო საზოგადოების ნაწილი ჩვენს ლიდერებთან ერთად მთელი მსოფლიოდან. იგრძენი ერთობა, სულისკვეთება და ჟინი!
კეიპტაუნი - ან, როგორც მას ადგილობრივი მაცხოვრებლები უწოდებენ - "დედა-ქალაქი" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ლამაზი ქალაქია, ის ცნობილია შესანიშნავი ხედებით მაგიდის მთაზე და კეიპ-პოინტზე. უნიკალური ბუნებისდა თავბრუდამხვევი ხედების გარდა, ქალაქის ხიბლი მის მდიდარ კულტურაშია. კეიპტაუნი არის ქალაქი, რომელიც იზიდავს ყველას - მისი ლამაზი მალაიზიური არქიტექტურული რაიონი ბო-კააპით, თანამედროვე ხელოვნებითა და მუსიკით, თუ ეგზოტიკური კულინარიით.
-
ძველი მთები
მაგიდის მთა — ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში, მას ფარავს ქვები, რომელთა ასაკიც 600 000 000 წელზე მეტს ითვლის. -
ცხოველები
სამხრეთ აფრიკა — მსოფლიოს ყველაზე დიდი სპილოების და ვეშაპის ზვიგენების, ყველაზე მაღალი ჟირაფებისა და ყველაზე სწრაფი ავაზების საცხოვრებელი ადგილი.
-
მინერალები
სამხრეთ აფრიკა მდიდარია მინერალებით; აქ არის მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი მინერალური საბადოები. ჩვენს პლანეტაზე მთლიანი პლატინის 90% და მთლიანი ოქროს 41% სწორედ სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება!