ბრილიანტის კონფერენცია-2020
იხილე ვიდეო ბრილიანტის კონფერენციის შესახებ
ბრილიანტის კონფერენცია-2020 გაიმართება იმ ადგილას, სადაც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ანათებს და ოცნებები სრულდება. მსოფლიო კინოინდუსტრიის, ჰოლივუდის «დიდების ხეივანის» და დისნეი-ლენდის სამშობლო, ლოს-ანჯელესი ათასობით შემოქმედებით და ნიჭიერ ადამიანს იზიდავს. ჩვენ გეპატიჟებით ადგილზე, რომელიც ვარსკვლავური მიღწევების ღირსია. შემოგვიერთდით ბრილიანტის კონფერენციაზე მზიან ლოს-ანჯელესში, სადაც ჩვენ, როგორც სუპერვარსკვლავებს შემოგეგებებით.
-
ჰოლივუდის ნიშანი
ჰოლივუდის ლეგენდარული ნიშნის სახელწოდება, რომელიც მაუნტ ლის ბორცვის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული, თავდაპირველად უფრო გრძელი იყო და ოთხი ასოთი მეტისგან შედგებოდა. 1923 წლიდან 1949 წლამდე ფერდობს სიტყვა HOLLYWOODLAND ამშვენებდა — ეს ნიშანი ჰოლივუდის ბორცვებზე ახალი საცხოვრებელი კვარტლების რეკლამის მიზნით შეიქმნა. -
ანგელოზების ქალაქი
როდესაც ლოს-ანჯელესი დაარსდა, ქალაქის სრული სახელწოდება ესპანურად ჟღერდა, როგორც «El Pueblo de Nuestra Senora Reina de los Angeles sobre el Rio Porciuncula», რომელიც ითარგმნება, როგორც « ანგელოზების დედოფლის ქალწული მარიას ქალაქი, პორსინკულას მდინარეზე».
-
მიკი მაუსი
1955 წელს გახსნის მომენტიდან დისნეილენდში 84 მილიონზე მეტი მიკი მაუსის ყურები გაიყიდა — ეს არის ყველაზე პოპულარული სუვენირი.