Skip to main content Skip to main menu Skip to search

დამტკიცებულია შპს "ორიფლეიმ ჯორჯიას"
გენერალური დირექტორის
ნანა ელიავას მიერ
25 ოქტომბერი 

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ჩარჩოები

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში "პოლიტიკა"), გამოიყენება იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც მიღებულია კომპანიის იმ ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების, ვიჯეტების და სხვა ინტერაქტიური საშუალებებით, და საიდანაც ამ საიტის (შემდგომში "საიტი") მომხმარებლებს (შემდგომში "მომხმარებლები") წვდომა აქვთ წინამდებარე პოლიტიკაზე.
წინამდებარე წესები აღწერს იმას, თუ "ორფლიემ ჯორჯია" (შემდგომში ორიფლეიმი) როგორ ოპერირებს ფიზიკურ პირთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციით (შემდგომში "პერსონალური მანაცემები"), მათთვის საიტის გამოყენებით, მომსახურების გაწევის მიზნებისათვის.
მომხმარებლები მოიცავს ყველა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უკავშირდებიან საიტს და იყენებენ მას.
 მომხმარებლები, პირდაპირ, ისე როგორც აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში, ეთანხმებიან მათი პირადი მონაცემების დამუშავებას. დამუშავება ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას (ოპერაციას), ან ოპერაციების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში, დამუშავების ავტომატიზირებული საშუალებების გამოყენებით, ან მათ გარეშე. მათ შორის: პერსონალური მონაცემების შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, ცვლილება), ამოღება, გამოყენება, გადაცემა (გავრცელება, წვდომის მიცემა), დაბლოკვა, წაშლა, განადგურება.
წინამდებარე პოლიტიკა ძალაშია 2018 წლის 25 ოქტომბრიდან.

2. მაკონტროლებელი და დამამუშავებელი პირები

• სარგებლობს რა საიტით, და აღიარებს მისი მოხმარების პირობებს, მომხმარებელი ცალსახად ეთანხმება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, იმ საშუალებებით და ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში.

• ქვეყანაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, დოკუმენტის ნომერი 5669, მიღების თარიღი 28/12/2011) დაცულობის მიზნებისათვის, პერსონალურ მონაცემთა ოპერატორად გვევლინება კომპანია შპს “ორიფლეიმ ჯორჯია”, რომლის მისამართია: საქართველო. თბილისი, 0102, აღმაშენებლის გამზ. # 61.

Oriflame მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს Oriflame -თან შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების მისაწოდებლად და წინამდებარე პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად.


3. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება.

საიტზე რეგისტრაციისას, მომხმარებლები თავიანთი დასტურით ეთანხმებიან წინამდებარე პილიტიკის პირობებს და თავიანთი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, წინამდებარე პოლიტიკის პირობების შესაბამისად. ამასთანავე, ისინი ეთანხმებიან მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ორიფლეიმის სერვერებზე, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, და აგრეთვე მათი შემდგომში (პერსონალური მონაცემების შეგროვების შემდეგ) ტრანსსაზღვრულ გადაცემას კომპანია ორიფლეიმის სერვერებსა და მონაცემთა შენახვის სისტემაზე, რომლებიც განთავსებულია ჩეხეთში (ევროკავშირი), ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტების ადეკვატურ დაცვას, როგორც ამას ითვალისწინებდა საიტზე რეგისტრაციიასას გაცხადებული თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები გადაეცემა იმ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ სუბიექტების პერსონალური მონაცემების ადექვატური დაცვა, ამ შემთხვევაში ორიფლეიმი ვალდებულია წინასწარ მიიღოს მომხმარებელთა წერილობითი თანხმობა ასეთ გადაცემაზე და აგრეთვე დადგინდეს, რამდენად უზრუნველყოფს აღნიშნული მხარე მონაცემთა დაცვას, ისე როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ან პერსონალური მონაცემების გადაცემა განახორციელოს სხვა გზებით, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება არა უმეტეს იმ პერიოდისა, რასაც ითვალისწინებს ამ პოლიტიკაში განმარტებული მათი დამუშავების მიზნები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

ორიფლეიმმა შესაძლოა დაამუშაოს შემდეგი პერსონალური მონაცემები:

•  ელექტრონული ფოსტის მისამართი (იმისდა მიხედვით თუ რა მომსახურებაა გამოყენებული), ზოგჯერ ისეთი ფინანსური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ან საბანკო ანგარიში;
•  ანგარიშის გასაგზავნად, წარსადგენად საჭირო ინფორმაცია, ან მომხმარებლის მიერ მოწოდებული პროდუქციის შეძენისა და მიწოდებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია;
•  საიტის საშუალებით მიღებული და ორიფლეიმში გაგზავნილი შეტყობინებები;
•  სხვა ინფორმაცია, რაც მომხმარებლის ორიფლეიმის საიტთან ურთიერთქმედებას შეეხება, ორიფლეიმის საიტზე სტუმრობის და პროგრამებისა და მოწყობილებებით სარგებლობის საყოველთად ხელმისაწვდომი ინფორმაციით სარგებლობის სტატისტიკის შედეგები;
•  დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ორიფლეიმი მომხმარებელისაგან ითხოვს მათი იდენტიფიკაციისათვის (მაგალითად, შესაძლოა ორიფლეიმმა მოითხოვოს მომხმარებლის ელექტრონული მისამართის და ტელეფონის ნომრის ვერიფიკაცია).

4. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

ორიფლეიმის მთავარი მიზანი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მომხმარებლების უსაფრთხო და ეფექტური მომსახურებაა. მომხმარებლები ეთანხმებიან, რომ ორიფლეიმს შეუძლია გამოიყენოს მათი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისათვის:
•  კლიენტებისათვის მომსახურების მიწოდება და დახმარების გაწევა, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე;
•  სადავო საკითხების გადაჭრა, გადასახდელი თანხების აგროვება (პროდუქციისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება) და ხარვეზების აღმოფხვრა;
•  ინდივიდუალური მიდგომა, ანალიზი და მომსახურების სრულყოფა, ინფორმაციული შევსება და ორიფლეიმის რეკლამა;
•  მომხმარებლების ინფორმირება ორიფლეიმის პროდუქციის, მიზნობრივი მარკეტინგის, მომსახურების განახლენის და სარეკლამო წინადადებების შესახებ, მომხმარებლის ინფორმაციული უპირატესობების შესაბამისად.
•  მარკეტინგული ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით და სმს შეტყობინებების საშუალებით დაგზავნა (რის მიღებაზეც, მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს მომხმარებლის პარამეტრების შეცვლით ან იმოქმედოს მიღებულ შეტყობინებებში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად)
•  პერსონალური მონაცემების შედარება მათი, მესამე მხარის მიერ, გადამოწმების და სიზუსტის დადგენის მიზნით;
ჯილდოდ მიღებული მოგზაურობების ორგანიზება (ბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა, ვიზებით უზრუნველყოფა).

5. მარკეტინგი

ორიფლეიმი არ ყიდის და მარკეტინგული მიზნებისათვის, მომხმარებლის ცხადად გამოხატული თანხმობის გარეშე, მათ პერსონალურ მონაცემებს არ გადასცემს მესამე პირებს.
ორიფლეიმს, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შეუძლია გააერთიანოს სხვა მომხმარებელების ინფორმაციასთან, აგრეთვე ორიფლეიმის მიერ სხვა კომპანიებიდან მიღებულ ინფორმაციასთან და გამოიყენოს ისინი მომსახურების გასაუმჯობესების, პერსონიფიკაციის, ინფორმაციის შევსებისა და რეკლამისათვის.

თუ მომხმარებლებს არ სურთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება ორიფლეიმიდან, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ უარი განაცხადონ მომხმარებლის პარამეტრების შეცვლით ან იმოქმედონ მიღებულ შეტყობინებებში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.

6. კომპანია ორიფლეიმის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება/წარდგენა

ორიფლეიმს, შეუძლია მიაწოდოს პერსონალური მონაცემები მომსახურების გაწევის, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, ან ვინმეს უფლებების, საკუთრების და უსაფრთხოები დაცვის მიზნით.
ორიფლეიმს, ასევე შეუძლია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე მხარისათვის:

•  კომერციულ საქმიანობაში ხელისშემწყობ პროვაიდერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ ხელშეკრულების საფუძველზე (მაგ:თაღლითობის მოკვლევა, თანხების ამოღება, კლიენტების და კონსულტანტების მომსახურება);
•  სხვა მესამე მხარეებს, რომლის შესახებაც, მომხმარებელი პირდაპირ სთხოვს ორიფლეიმს, გადასცეს თავისი პერსონალური მონაცემები (ან რომელთა შესახებაც მომხმარებლები პირდაპირ არიან ინფორმირებულნი და ეთანხმებიან მათ მიერ სპეციალური მომსახურების მიღებისას);
•  საიტის სხვა მომხმარებლები (ვის სტრუქტურაშიც, რეგისტრირებულია მომხმარებელი);
•  სატრანსპორტო და საკურიერო კომპანიებს (პროდუქციის მიტანის უზრუნველსაყოფად);
•  პროვაიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მარკეტინგული ინფორმაციის, ელექტრონული ფოსტით და სმს-ით შეტობინებებით მომსახურებას;
•  სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა სახელმწიფო უწყებებს ან მესამე პირებს, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ინფორმაციის მოთხოვნის, სხვა არაკანონიერი საქმიანობის, ან სხვა ნებისმიერი ისეთი საქმიანობის საპასუხოდ, რომელთა შედეგადაც შესაძლოა დადგეს ორიფლეიმის ან მომხმარებლების პასუხისმგებლობა. კომპანია ორიფლეიმის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები, შესაძლოა შეიცავდეს მომხმარებლის სააღრიცხვო მონაცემებს და ასევე სააღრიცხვო მონაცემების ისტორიას, სახელს, ქალაქის დასახელებას, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ორიფლეიმის შეხედულებისამებრ, ამ მოთხოვნას. შეესაბამება;
•  სხვა იურიდიულ პირებს, თუ ორიფლეიმი გეგმავს შერწყმას, ან მთელ მის აქტივებს იძენს მესამე მხარე (ასეთ შემთხვევაში ორიფლეიმი მოითხოვს, რომ ახალი გართიანებული იურიდიული პირი ასრულებდეს ყველა იმ ვალდებულებას, რაც გათვალისწინებულია მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკით. თუ მათი პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, გამოყენებული იქნას ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მომხმარებელი, ამის თაობაზე, წინასწარ იქნება ინფორმირებული).

ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ორიფლეიმი ცდილობს რა პატივი სცეს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას, არანაირ სხვა შემთხვევაში არ გადასცემს პერსონალურ ინფორმაციას, სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა სამთავრობო უწყებებს, ან სხვა მესამე პირებს, მათი მოთხოვნის გარეშე, მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორიფლეიმი კეთილსინდისიერად მიიჩნევს პერსონალური მონაცემების მიწოდება აუცილებელია მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სხვა სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი ზიანის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე სავარაუდო უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად.

თუ მომხმარებლებლები, საიტს საერთო კომპიუტერიდან უერთდებიან, ან კომპუიტერი ინტერნეტ-კაფეშია, მომხმარებლის გარკვეული მონაცემები, ისეთი როგორიცაა მომხმარებლის იდენტიფიკატორი, ან შეტყობინებები ორიფლეიმიდან, შესაძლოა ხილული გახდეს სხვა პირებისათვის, რომლებიც მომხმარებლის შემდეგ იყენებენ ამ კომპიუტერს.

7. cookie - ფაილები

ორიფლეიმი იყენებს გარკვეული ვებ-გვერდების ე.წ. cookie-ფაილებს (მომხმარებლის კომპიუტერზე განთავსებული და შენახული პატარა ფაილები), რომლებიც გვეხმარება ინფორმაციული ნაკადის ანალიზში. ამასთანავე, ისინი გამოიყენება მომსახურების ინდივიდუალური პარამეტრებისთვის, ინფორმაციის შესავსებად და რეკლამისათვის, აგრეთვე, რეკლამის ეფექტურობის განსასაზღვრად და საიმედოობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გარკვეული cookie-ფაილები შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს - მაგალითად, ღილაკზე "დამიმახსოვრე მე" ხელის დაჭერის შემთხვევაში, შემდგომი შესვლისას, cookie-ფაილი იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს. cookie-ფაილების უმეტესობა, არ აგროვებს იმახსოვრებს მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამის ნაცვლად, ისინი, იმახსოვრებენ უფრო ზოგად ინფორმაციას, ისეთს როგორიცაა: საიტზე შესვლის მეთოდი, ორიფლეიმის ვებ-გვერდის გამოყენება და მომხმარებლის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ორიფლეიმი გთავაზობთ გარკვეულ მომსახურებას, რომელზედაც წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ცოოკიე-ფაილების მეშვეობით.

ზოგადად, cookie-ფაილები ასრულებენ ოთხ სხვადასხვა ფუნქციას.

•  ძირითადი cookie-ფაილები.
ზოგიერთი cookie-ფაილი, ძალიან მნიშვნელოვანია, საიტზე სამუშაოდ. მაგალითად, ისინი, ორიფლეიმს ეხმარებიან მომხმარებლის იდენტიფიცირებაში და ამით უზრუნველყოფენ მომხმარებლის წვდომას საიტზე. თუ, რეგისტრირებული მომხმარებელი, გამორთავს cookie-ფაილებს, ვებ-საიტის ზოგიერთ გვერდზე წვდომა, მისთვის შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს.

•  საექსპლუატაციო cookie-ფაილები.
სხვა cookie-ფაილები, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას იმის ანალიზისათვის, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები საიტს, აგრეთვე საიტის წარმადობის მონიტორინგისათვის. ე.ი საშუალებას აძლევს ორიფლეიმს, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ინდივიდუალური პარამეტრების შერჩევით, აგრეთვე, სწრაფი იდენტიფიცირების და ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად გასწორების გზით. მაგალითად, საექსპლოატაციო cookie-ფაილები, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, ყველაზე პოპულარული გვერდების გამოსავლენად და იმის განსასაზღვრად, თუ ზოგიერთი გვერდები, რატომ იღებენ შეტყობინებებს შეცდომების შესახებ. საიტზე სტუმრობის ისტორიის საფუძველზე, ეს cookie-ფაილები, შესაძლოა, გამოყენებული იქნას, მომხმარებლისათვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების სახეების განსასაზღვრად.

•  ფუნქციონალური cookie-ფაილები
ფუნქციონალური cookie-ფაილები გამოიყენება იმისათვის, რომ ორიფლეიმის საიტმა, შეძლოს იმის დამახსოვრება, თუ მომხმარებელი რას ანიჭებს უპირატესობას.

•  ქცევაზე ორიენტირებული სარეკლამო cookie-ფაილები
ორიფლეიმს შეუძლია, გამოიყენოს cookie-ფაილები მომხმარებლებისათვის რეკლამის მისაწოდებლად, მათი ინტერესების შესაბამისად. ამასთანავე, ორიფლეიმს შეუძლია გამოიყენოს მესამე პირების cookie-ფაილები ბაზრის კვლევის, შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მისარებად, საიტის ფუნქციონირების გასაუჯობესებლად და აგრეთვე, არსებული წესებისა და საავტორო უფლებების დაცვის პოლიტიკის მონიტორინგის მიზნით.
მომხმარებლებს, ყოველთვის შეუძლიათ, უარი თქვან cookie-ფაილებზე, თუ, მათი ბრაუზერი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ მიერ, ორიფლეიმის ზოგიერთი სისტემის გამოყენებას.

დეტალურდ, იმის შესახებ, როგორ შეიძლება ცოოკიე-ფაილების გამორთვა, იხ. აქ cookie-failebis gamorTva, ix. aq (http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/).

8. სპამის, ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის, ან ინფორმაციის შეგნებულად დამახინჯების აკრძალვა

ორიფლეიმი და მომხმარებლები არ დაუშვებენ სპამს. მომხმარებლები უზრუნველყოფენ თავიანთი, როგორც მომხმარებლის ისეთ პარამეტრებს, რომლის მეშვეობითაც ისინი უპურატესობას აძლევენ ორიფლეიმთან ურთიერთობის დროს. ორიფლეიმი ავტომატურად ახორციელებს სპამის სკანირებას და ასევე აქვს შესაძლებლობა ხელით, შერჩევით შეამოწმოს ნებისმიერი შეტყობინება მასში სპამის, ვირუსების, ფიშინგური შეტევისა და სხვა დამაზიანებლების, აგრეთვე არაკანონიერი, ან აკრძალული ინფორმაციის აღმოსაჩენად. ამასთანავე, ორიფლეიმი მუდმივად არ ინახავს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით გაგზავნილ ინფორმაციას.

ორიფლეიმი არ მიაწოდებს/გადასცემს და არ ყიდის ამ ელექტრონულ მისამართებს.

9. სააღრიცხვო მონაცემების დაცვა

მომხმარებლების პაროლები ეს არის მათი სააღრიცხვო ჩანაწერების გასაღებები. მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ციფრების, ასოების და სპეციალური სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია. აკრძალულია საკუთარი პაროლის გადაცემა/გამჟღავნება ორიფლეიმში სხვა პირებისათვის. თუ მომხმარებელმა მაინც გაანდო თავისი პაროლი და პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, მას უნდა ახსოვდეს, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა, მისი სააღრიცხვო მონაცემების მეშვეობით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. თუ მომხმარებელი დაკარგავს კონტროლს საკუთარ პაროლზე, იგი დაკარგავს საკუთარი პერსონალური მონაცემების მართვის შესაძლებლობას. მაშინ ის იძულებული იქნება, სამართლებრივად აგოს პასუხი, მისი სახელით ჩადენილ ყველა ქმედებაზე. ამრიდაგ, თუ მომხმარებლის პაროლი, რაიმე მიზეზით საფრთხის წინაშეა, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ორიფლეიმს და შეცვალოს საკუთარი პაროლი. ორიფლეიმი არასოდეს არ ითხოვს მომხმარებლის პაროლს, გარდა საიტზე წვდომის მიცემის პროცესის გავლისათვის. ორიფლეიმის თანამშრომლები, ინფორმაციის დაცულობის თვალსაზრისით, შეზღუდულნი არიან დამატებითი მოთხოვნებით.

10. მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, შემოწმება და შეცვლა.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ, შეამოწმონ და შეცვალონ პერსონალური მონაცემების ძირიტადი (უმეტესი) ნაწილი. ამისათვის უნდა შევიდნენ საიტზე. ზოგადად, ორიფლეიმი, ხელით არ ცვლის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, რადგანაც მომხმარებლების იდენტიფიკაცია დისტანციურად, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ამრიგად, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაზუსტება/კორექტირება მათი პრეროგატივაა და ამ მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგელობა მომხმარებლებს ეკისრებათ.
თუ მომხმარებლი მიმართავს ორიფლეიმის საოპერაციო განყოფილებას მოთხოვნით, სააღრიცხვო ჩანაწერების გაუქმების თაობაზე, ეს ჩანაწერები დაიხურება მაქსიმალურად ოპერატიულად, ისე როგორც ამის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა იძლევა.

ორიფლეიმი, დახურული სააღრიცხვო ჩანაწერების პერსონალურ მონაცემებს, თაღლითობის თავიდან აცილების, დავალიანების ამოსაღებად, სადავო საკითხების გადასაჭრელად და სხვა კანონმდებლობის შესაბამისი ქმედებებისათვის, ინახავს 10 (ათი) წლის განმავლობაში.

11. უსაფრთხოება


მომხმარებლების პერსონალური მონაცემები ინახება ორიფლეიმის სერვერებზე. ორიფლეიმი, პერსონალურ მონაცემებს განიხილავს, როგორც ძვირფას აქტივს და სხვადასხვა მეთოდებით (დაშიფვრა, პაროლები, ფიზიკური უსაფრთხოება და სხვა) ინახავს მათ, მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომისა და გამჟღავნებისაგან დასაცავად. თუმცა, ორიფლეიმი უშვებს, რომ შესაძლებელია მომხმარებელსა და საიტს შორის პირად ურთიერთობაზე არასანქცირებული წვდომა, რის აღმოსაფხვრელადაც ორიფლეიმი, ყველა, მის ხელთ არსებულ საშუალებებს მიმართავს.

12. მესამე პირები

თუ სხვა რამ არ პირდაპირ არის მითითებული წინამდებარე პოლიტიკაში, ეს დოკუმენტი ეხება მხოლოდ კომპანია ორიფლეიმის მომხმარებლების მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დაცვას. თუ მომხმარებლები, თავიანთ პერსონალურ ინფორმაციას, უმჟღავნებენ სხვა პირებს (გარეშე cookie-ფაილების და ინტერნეტ - საიტების ჩათვლით), ამგვარი გამოყენებისათვის და პერსონალური ინფორმაციის გამჟღვანებისათვის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა წესები.

ორიფლეიმი არ აკონტროლებს მესამე მხარის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. მესამე მხარესთან ურთიერთობაში, მომხმარებლების მიმართ გამოიყენება იმ, მესამე მხარის პოლიტიკა. ორიფლეიმი ურჩევს მომხმარებლებს, დააზუსტოს ეს ასპექტი, მესამე მხარისათვის თავისი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე.

13. პერსონალურ მონაცემთა პოლიტიკის ცვლილება

ორიფლეიმი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, საწართველოს კანონმდებლობის დაცვით, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, იმ ნაწილში, რომელიც მონაცემთა დამუშავებას და დაცვას ეხება. ცვლილებები, ავტომატურად შევა ძალაში, პოლიტიკის საიტზე განთავსების დღიდან. საიტით სარგებლობის გაგრძელება, განიხილება როგორც მომხმარებლის თანხმობა.
მომხმარებლებისათვის რეკომენდირებულია რეგულარულად გაეცნონ პოლიტიკას, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემებსი გაგზავნის წინ.

14. კონტაქტები
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და მომართვების დამუშავებასთან დაკავშირებით, კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ:
ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Info@Oriflame.ge
წერილობით, შემდეგ მისამართზე: საქართველო. თბილისი, 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. 61

მოთხოვნების ფორმები.
•  მოთხოვნა – ინფორმაცია პერსონალური მონაცემებს თაობაზე
•  განაცხადი – უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
•  მოთხოვნა – პერსონალური მონაცემების განადგურებაზე
•  მოთრხოვნა – პერსონალური მონაცემების დაზუსტებაზე

დებულებები:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (PDF)

ზოგადი დებულებები და პირობები (PDF)

საცალო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (მიერთების ხელშეკრულება) PDF

დებულება შეღავათების შესახებ (PDF)