თბილი სინაზე

შენ სუსტი და ნაზი ყვავილივით ხარ — გაეხვიე პასტელის ფერების თბილ მოსასხამში და ხაზი გაუსვი შენს დახვეწილ ბუნებას პატარა ჩანთა-კლატჩის და ყელსაბამი-ჯაჭვის სამკაულის მეშვეობით.

სკანდინავიური შიკი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

საქმიან სამყაროში პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. ახალ კარიერულ წინსვლას გეგმავ ამ შემოდგომაზე? შექმენი ბიზნეს-ლედის იმიჯი: ქალური და დახვეწილი. ერთმანეთს შეუთავსე ბრიტანული კლასიკა: უჯრედები, ზოლები და «პეისლის» ორნამენტი ფერთა აქცენტებით. მაკიაჟში, აქსესუარებსა და ფეხსაცმელში ყურადღება გაამახვილე გაჯერებულ წითელზე.  ეს არის თანამედროვე კლასიკა — სწორედ ის, რაც გჭირდება!