მდოგვის ფერი – ყველაზე მძაფრი გემოვნებისთვის!

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

ფინჯანი კაკაო ფანჯრის რაფაზე, წვიმაში გასეირნება და წიგნი — თუ შემოდგომა შემოქმედებას შთაგაგონებს, მაშინ აირჩიე რომანტიკული მეამბოხე ქალბატონის იმიჯი. ჭეშმარიტი მხატვარივით თამამად შეუთავსე ერთმანეთს ნაზი ყვავილოვანი მოტივები და სპორტული სტილი, შეურიე ერთმანეთს ფერები, მასალები, ორნამენტები და ტექსტურები.  წესები არ არსებობს — ენდე სტილის შინაგან გრძნობას და ნუ შეგეშინდება ყურადღების ცენტრში ყოფნა!