ყველაფერი აჟურში

მოცულობითი ჩანთა-პორტფელი თავსახურავი-სარქველით — ნამდვილად შესაშური აქსესუარია. დაახმარე მრგვალი ლითონის ფურნიტურას მაროკოს სტილის ჰაეროვანი სამკაულები.

ფორმის ტრიუმფი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

ფინჯანი კაკაო ფანჯრის რაფაზე, წვიმაში გასეირნება და წიგნი — თუ შემოდგომა შემოქმედებას შთაგაგონებს, მაშინ აირჩიე რომანტიკული მეამბოხე ქალბატონის იმიჯი. ჭეშმარიტი მხატვარივით თამამად შეუთავსე ერთმანეთს ნაზი ყვავილოვანი მოტივები და სპორტული სტილი, შეურიე ერთმანეთს ფერები, მასალები, ორნამენტები და ტექსტურები.  წესები არ არსებობს — ენდე სტილის შინაგან გრძნობას და ნუ შეგეშინდება ყურადღების ცენტრში ყოფნა!