მწვანე ნათება

თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში! მოხერხებული ჩანთა-ტომარა, თბილი ხელთათმანი, ქუდი და შარფი დაგეხმარება შექმნა სიმყუდროვის შეგრძნება ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იმყოფებოდე.

კომფორტული ქეჟუალი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

ფინჯანი კაკაო ფანჯრის რაფაზე, წვიმაში გასეირნება და წიგნი — თუ შემოდგომა შემოქმედებას შთაგაგონებს, მაშინ აირჩიე რომანტიკული მეამბოხე ქალბატონის იმიჯი. ჭეშმარიტი მხატვარივით თამამად შეუთავსე ერთმანეთს ნაზი ყვავილოვანი მოტივები და სპორტული სტილი, შეურიე ერთმანეთს ფერები, მასალები, ორნამენტები და ტექსტურები.  წესები არ არსებობს — ენდე სტილის შინაგან გრძნობას და ნუ შეგეშინდება ყურადღების ცენტრში ყოფნა!