მყარი კავშირი

მათთვის, ვინც ზღვაშია! ორიგინალური ორნამენტები და მოცულობითი ელემენტები კვანძების, ნასკვების და ბაფთების სახით მოდის მწვერვალზე იმყოფება: ისინი ამშვენებენ ჩანთებს, ბიჟუტერიას, ქსოვილებს. შეუთავსე ერთმანეთს ფუტურისტული საყურე და ფაქტურული ლითონისგან დამზადებული ყელსაბამი.

მოულოდნელი კავშირი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

საქმიან სამყაროში პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. ახალ კარიერულ წინსვლას გეგმავ ამ შემოდგომაზე? შექმენი ბიზნეს-ლედის იმიჯი: ქალური და დახვეწილი. ერთმანეთს შეუთავსე ბრიტანული კლასიკა: უჯრედები, ზოლები და «პეისლის» ორნამენტი ფერთა აქცენტებით. მაკიაჟში, აქსესუარებსა და ფეხსაცმელში ყურადღება გაამახვილე გაჯერებულ წითელზე.  ეს არის თანამედროვე კლასიკა — სწორედ ის, რაც გჭირდება!