ოქროს გრაფიკა

ამ სეზონზე საიუველირო დიზაინერების შთაგონების წყაროს გეომეტრიის გაკვეთილები წარმოადგენს. მკვეთრი, გლუვი გრაფიკული ფორმები, წრეები, რომბები და მბზინავი ლითონი ქმნიან ლაკონურ, მაგრამ ეფექტურ და სანახაობრივ კომბინაციებს.

გეომეტრიის ტრიუმფი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.


საქმიან სამყაროში პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. ახალ კარიერულ წინსვლას გეგმავ ამ შემოდგომაზე? შექმენი ბიზნეს-ლედის იმიჯი: ქალური და დახვეწილი. ერთმანეთს შეუთავსე ბრიტანული კლასიკა: უჯრედები, ზოლები და «პეისლის» ორნამენტი ფერთა აქცენტებით. მაკიაჟში, აქსესუარებსა და ფეხსაცმელში ყურადღება გაამახვილე გაჯერებულ წითელზე.  ეს არის თანამედროვე კლასიკა — სწორედ ის, რაც გჭირდება!