უსაზღვრო ვარიაციები

ტვიდის ქსოვილის კლასიკური ორნამენტი «ბატის ფეხი» თუ კეთილშობილური და არისტოკრატული კალის ფერი? აირჩიე ჩანთა სურვილისამებრ და ატარე იგი, როგორც მინიმუმ, ორი სხვადასხვა ხერხით. დაამატე სიმყუდროვე ან ოდნავი სითავხედე, გაბედულება რბილი პონჩოს და მასიური ყელსაბამის საშუალებით.

ეფექტური და შესამჩნევი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

საქმიან სამყაროში პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. ახალ კარიერულ წინსვლას გეგმავ ამ შემოდგომაზე? შექმენი ბიზნეს-ლედის იმიჯი: ქალური და დახვეწილი. ერთმანეთს შეუთავსე ბრიტანული კლასიკა: უჯრედები, ზოლები და «პეისლის» ორნამენტი ფერთა აქცენტებით. მაკიაჟში, აქსესუარებსა და ფეხსაცმელში ყურადღება გაამახვილე გაჯერებულ წითელზე.  ეს არის თანამედროვე კლასიკა — სწორედ ის, რაც გჭირდება!