რედაქტორის არჩევანი: საუკეთესო საჩუქრები სიყვარულის დღეს

სიყვარული — ეს ნათელი ემოციები, რომანტიული შეხვედრები, სასიამოვნო საჩუქრები, საერთო ოცნებები და დროა, რომელსაც ერთად ატარებთ.

ქალბატონებისთვის

თანამედროვე რომანტიული იმიჯისთვის ელეგანტური ტანსაცმელი მკვეთრი აქცენტებით გააფორმე. ერთი ფერის კაბა საუცხოოდ გამოიყურება პრიალა წითელ ჩანთასთან და საათთან გამჭვირვალე კორპუსით. არ დაგავიწყდეს შემატო იმიჯს სრულყოფილება ლამაზი აქსესუარებით და მაცდური არომატით.

კაშკაშა პრინტი
მოხიბლე კარგი გემოვნებით და შეარჩიე მოდური აბრეშუმის ყელსახვევი გრაფიკული პრინტით, სასაჩუქრე ყუთით.  მისი გამოყენება შეიძლება ყელზე, ქამრად და თმაზე – არჩევანი შენზეა. შექმენი მხიარული განწყობა, მას ეს მოეწონება!

 

მოდური აქსესუარები
კლასიკური არჩევანი: საყურე ან გულის ფორმის ყელსაბამი, სასაჩუქრე გულის ფორმის ბარათით. აჩუქე ლამაზად და მიიღე სიამოვნება. 

მინიმალისტური საათი
მიმზიდველი იმიჯის საუცხოო დამატება, რომელიც გამოკვეთს ნებიმიერი ქალბატონის ინდივიდუალიზმს და შემატებს ელეგანტურობას და სიმკაცრეს. იყიდება გულებიანი სასაჩუქრე კოლოფით. განსაზღვრე ყველა დეტალი და არ დაიგვიანო პაემანზე! 

მამაკაცებისთვის

ამ ზამთარში ტრენდულია კლასიკური სტილი მეამბოხე ელემენტებით. შეარჩიე თამამი ხის-ხილის პარფიუმი, მაჯის საათი და ქამარი სტატუსის ინდიკატორები. ქურთუკი ან მოსასხამი გააფორმე მასიური შარფით. აღმოაჩინე შენი ფარული შესაძლებლობები.

თბილი შარფი

მოდური, შავი შარფი გაგათბობს ცივ ამინდში და შემატებს სრულყოფილებას შენს იმიჯს. ჩვენ გირჩევთ კლასიკურ შარფს დამუშავებული ფოჩებით ბოლოში  — ელეგანტური და თანამედროვე არჩევანი. 

ქამარი
წარმატებული იმიჯი ხომ წვრილმანი დეტალებისგან შედგება, ტყავის ქამარი კი, მამაკაცური ხასიათის იდეალური კომბინაციაა. აირჩიე კლასიკური შავი ქამარი მუქი ნაცრისფერი მეტალის ბალთით.

კაცის საათი
საათი - იმიჯის მთავარი ატრიბუტი, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ დროს გაგება როდია. თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევია საათის დიზაინი — ყურადღება მიაქციე ელექტრონული ციფერბლატის მქონე დეტალებს. ასეთი აქსესუარი თანამედროვეა და უხდება როგორც ბიზნეს სტილს (ჰალსტუხი და პიჯაკი), ასევე ყოველდღიურ ჩაცმულობას (ჯინსები და მაისური).  

ტექსტი: ფოტო: Oriflame