წამწამების ტუშის გიდი

ნაცნობი სიტუაცია — წამწამების ტუში უხდება შენს დას, მეგობარს ან კოლეგას, მაგრამ არა შენ. გული ნუ დაგწყდება! ჩვენი სილამაზის რედაქტორებმა შეადგინეს შენთვის სრული სახელმძღვანელო ამ მნიშვნელოვანი პროდუქტის შესარჩევად. ახლა შენ აღარ შეცდები!

1. მოცულობითი
ჩვენ ყველას გვჭირდება სიგრძე, მოცულობა და დატანების სიზუსტე, ხოლო კოშტები ან შეწეპებული წამწამები არავის სჭირდება. მაგრამ, თუ ასეთი რამ მაინც ხდება, სიტუაციას გამოასწორებს ტუში გამყოფი ფუნჯით, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ დაფარვას, ქმნის სიგრძეს და, ბონუსის სახით, არ ამძიმებს წამწამებს. იდეალური არჩევანია დღის მაკიაჟისთვის. ჩვენ გირჩევთ მოცულობის მიმნიჭებელ ტუშს. 

2. საუკეთესო მოვლა
სუსტი, თხელი ან ჩამომცვენი წამწამები — საკმაოდ გავრცელებული და არც თუ სასიამოვნო პრობლემაა, მაგრამ მისი გადაწყვეტა უფრო ადვილია, ვიდრე გვგონია. პირველ რიგში შენ გჭირდება უნივერსალური წამწამების ტუში.  მაგრამ, ისევე როგორც ჰიპოალერგენული ტუშის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციე შემადგენლობას: ის უნდა შეიცავდეს მომვლელ კომპონენტებს, რომლებიც უზრინველყოფენ წამწამების საჭირო მოვლასა და კვებას. თუ წამწამების ჩამოცვენა საშიშ მასშტაბს ღებულობს, უნდა მიმართოთ ექიმს.

3. წყალგამძლე ტუში
გიყვარს ცურვა? გიჟდები სირბილზე? ვერ წარმოგიდგენია შენი თავი მთის ფერდოვზე ადრენალინის გარეშე? შენ დაგჭირდება ტუში, რომელიც არ ითხაპნება, არ ეშინია ნესტის, მდგრადია წყლის მიმართ და შთაგაგონებს მძაფრი შეგრძნებების მიღებას. ბოლო პუნქტის შესახებ არის გარკვეული ეჭვები, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი სავსებით რეალურია: ახალი ტექნოლოგიების წყალობით აღარ არის იმის საჭიროება, რომ გამოიყურებოდე რაღაც უცნაურად ან უჩვეულოდ სპორტულ დარბაზში გამგზავრებისას ან სათხილამურო ლიფტში ჩასაჯდომად რიგში დგომისას.

სცადე ტუში სერიიდან No Compromise: სიგრძისა და აპრეხვისთვის გამოიყენე ადვილად დასაბანი ასაპრეხი ტუში, მეტი მოცულობისთვის კი — მდგრადი ტუში

4. მონუსხული მზერისთვის
თუ შენ გაქვს ღრმად მდებარე თვალები ან შენი თვალები ისეთი დიდი არ არის, როგორიც შენ გინდა რომ ყოფილიყო, დამაგრძელებელი ტუში The ONE Eyes Wide Open  დაგეხმარება ფართოდ გახელილი თვალების ეფექტის შექმნაში. სცადე წამწამების ტუში The ONE Eyes Wide Open & Awake — სპეციალურად შემუშავებული ფუნჯი აწევს შენს წამწამებს და ამავდროულად საუცხოოდ აპრეხს მათ, ხოლო Е ვიტამინი და ალოე ვერას ექსტრატი ხელს შეუწყობს წამწამების კვებას და ზრდას. ჩვენ აღტაცებულნი ვართ! 

5. სუპერ ტუში
მეგაეფექტი, გასაოცარი მოცულობა ლეგენდარული ტუშით  5-1-ში The ONE Wonder Lash XXL. კლინიკურად დამტკიცებულია: 49% -ით მეტი მოცულობა, ექსკლუზიური ფუნჯი დაპატენტებული ტექნოლოგიით, იდეალურად ავსებს ფორმულას 5-1-ში ტექნოლოგიით ქოქოსის ზეთის საფუძველზე ულტრაკვებისთვის.  შენ არ შეცდები ამ ტუში არჩევისას.

6. სცვადასხვა ეფექტით
მოგწონს გარეგნობის შეცვლა? მაშინ შენთვის აუცილებელია საოცნებო ტუში, რომელიც დაგეხმარეება სხვადასხვა სტილის მაკიაჟის გაკეთებაში. გამოიყენე ორიგინალური ფუნჯი მოცულობისთვის და გაყოფისთვის ან აირჩიე დამატებითი ფუნჯი — ერთი ან რამდენიმე, თითოეულს ხომ თავისი მოქმედება გააჩნоა: «სუპერ აპრეხვა», «მეგა-მოცულობა» ან «ულტრა სიგრძე». მრავალფეროვნება სტარტს იღებს!

7. მგრძნობიარე თვალებისთვის
ტუშის უამრავი სახეობას შორის საკმაოდ რთულია მონახო ისეთი, რომელიც შესაფერისი იქნებოდა შენი მგრძნობიარე თვალებისთვის. სიტუაცია რთულდება, თუ შენ ამასთან ერთად კონტაქტურ ლინზებს ატარებ. გაღიზიანებების თავიდან ასაცილებლად მოძებნე ტუში ნეიტრალური pH-ით და ყურადღება მიაქციე მის შემადგენლობას — ის უნდა იყოს ჰიპოალერგენული. მხოლოდ ასეთნაირად შენს წამწამებს მიენიჭება საჭირო სიგრძე და მოცულობა, ხოლო შენ არ გექნება უსიამოვნო შეგრძნება.

ტექსტი: ფოტო: Oriflame