გასაოცარი უდი: 5 ფაქტი ყველაზე მოდური პარფიუმერული ნოტის შესახებ

პარფიუმერიის სამყაროში უდი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და არაერთმნიშვნელოვან ინგრიდიენტად: ის ან უყვართ, ან სძულთ. ვეცადეთ, გაგვერკვია, თუ რაშია საქმე.

ცოტა რამ ისტორიის შესახებ 
უდი ნახსენებია ყურანში და ძველ აღთქმაში, თქმულებებში სინდბადის შესახებ და აიუვერდას რეცეპტებში. ბუდისტები ამ არომატს იყენებდნენ მედიტაციისთვის, ხოლო ჩინეთში უდს მიიჩნევდნენ მრავალი ავადმყოფობის საწინააღმდეგო საშუალებად, არაბულ სამყაროში უდი მუდამ იყო შეძლების და კეთილდღეობის სიმბოლო (ამიტომაც მას მეტწილად მამაკაცები ატარებდნენ). 2000 წლამდე ხის-ბალზამისებრი ნოტის მქონე პარფიუმი მეტწილად მოგვაგონებდა წამალს, ვიდრე არომატს. 2002 წელს ტომ ფორდმა, რომელიც მაშინ Yves Saint Laurent-ში მუშაობდა, გამოუშვა პირველი კომერციული უდის ხის M7.  მაგრამ ბაზარს, სადაც მეფობდნენ ყვავილის არომატები, ასეთი ფანდი უცნაურად მოეჩვენა და წარმოებაში მისი გაშვება ჩავარდა. ფორდმა კომპოზიცია გაამარტივა და 2007 წელს ცდა გაიმეორა. ამავე წელს პიერ მონტალმა, რომელიც შეიხების კერძო შეკვეთებზე მუშაობდა, გადაწყვიტა გამოეშვა მსგავსი არომატი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ფართო საზოგადოებისთვის. შედეგი —  გასაოცარი წარმატება, საკულტო სტატუსი და დიდი გაყიდვები. 2017 წელს უდის არომატები ისევ მოდურია.  

როგორ მიიღებენ უდს?
უდის მერქანს მოიპოვებენ აგარის ხისგან (Aquilaria), რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიაში იზრდება. ძვირფასი ზეთი მიიღება, როდესაც ხეს სოკო Phaeoacremonium parasitica შეუტევს (რაც არცთუ ისე ხშირად ხდება). ავადმყოფი ხე განსაკუთრებულ ფისს გამოყოფს. შიგნიდან ინფექციასთან საბრძოლველად ხის ტანი იჟღინთება სქელი, მუქი, არომატული ფისით. ეს პროცესი 60 წელზე მეტხანს გრძელდება, ხოლო 20 კგ. ხის მერქანისგან მიიღება მხოლოდ 12 მლ. ძვირფასი ზეთი. ამას გარდა, შედეგი დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ხის აღმოცენების ადგილზე და ზეთის წარმოების ხარისხზე. მას მოიპოვებენ ჰიდროდისტილაციის, ორთქლის დისტილაციის ან ნახშირორჟანგით ექსტრაქციის საშუალებით. შედეგად მიიღება თბილი და სურნელოვანი ხის არომატი. 

რა ღირს უდი?
Уუდი ერთადერთი ინგრიდიენტია, რომელსაც ყოველთვის უთითებენ პარფიუმის სახელწოდებაში. ის მიიღება აგარის ხის ზეთისგან, რომლის ღირებულება „International Journal of Pharmaceutical and Life Sciences-ის მონაცემებით უახლოვდება 30 ათას აშშ დოლარს ლიტრში. ეს ნამდვილი ფუფუნებაა!

რატომ არის უდი ასეთი პოპულარული?
«უდი განსაცვიფრებლად იშვიათი ინგრიდიენტია», — მოგვითხრობს ჩანდლერ ბერი, წარსულში “New York Times”-ის პარფიუმერული კრიტიკოსი. „ის თითქოს პარფიუმერული ნოტების იმპერატორია: "ასეთი შეხამება არცერთ სხვა ინგრიდიენტში არ არსებობს". ცხოველური და მძაფრი, მრავალფეროვანი და მიმზიდველი უდის ჟღერადობა დამოკიდებულია კომპოზიციის თანამონაწილეებზე.

აქვს თუ არა უდის არომატები ორიფელიმს?
დიახ! და თანაც ორი: თბილი და იდუმალი Mysterial Oud ქალისთვის და უკომპრომისო და დახვეწილი და Intense Oud მამაკაცისთვის. Women’ & Men’ Collection სერიის ახალი არომატების შუაგულში უდის ხის ძვირფასი ნოტაა. ქალის კომპოზიციაში მასთან ერთად ჟღერს ვარდის ზეთი, მიხაკი და ზაფრანა, ხოლო მამაკაცის კომპოზიციაში დამატებულია გრეიფრუტის, ვეტივერის და პალისანდრას აქცენტები. სხვათა შორის, უდი უნისექს ინგრიდიენტად ითვლება და შეიძლება მოუხდეს ორივეს ქალს და მამაკაცს. ასე რომ, ნუ შეიზღუდავ განწყობას სტერეოტიპებით!

ტექსტი: ფოტო: Oriflame