როგორ შევარჩიოთ პარფიუმი საღამოს წვეულებისთვის?

ერთი კლუბიდან მეორეში გადაინაცვლებთ საღამოს განმავლობაში, თუ უპირატესობას ანიჭებთ სახლში მოწყობილ წვეულებას მეგობრების წრეში - ჩვენ შეგვიძლია შეგირჩიოთ იდეალური არომატი, რომელიც თქვენთვის იქნება შესაფერისი. მზად ხართ?

1. სახლში მოწყობილი საღამოს წვეულება
გემრიელი საჭმელი, საყვარელი მეგობრები და სიცილ-კისკისი ჭიქა ღვინით ხელში — ასეთი კომფორტული ატმოსფეტო მოითხოვს ასევე რაღაც ნაცნობ არომატს. მაგალითად, არომატი გრილი ყვავილოვანი ნოტებით. თუ თქვენთვის უფრო სასიამოვნოა სახლში დარჩენა, ვიდრე ღამით სადღაც გაქცევა, შეაჩერეთ თქვენი არჩევანი ბრენდზე Women’s Collection. უბრალო და ლამაზი მონო-არომატები მოგეწონებათ თქვენც და თქვენს მეგობრებსაც.    

2. პარასკევობით საზოგადოებაში გასვლა

მძიმე კვირის შემდეგ ყოველთვის სასიამოვნოა დაანებოთ ბოლოს და ბოლოს თავი მუშაობას და მოდუნდეთ პარასკევს საღამოს.  დარწმუნებულნი ვართ, თქვენ მონახავთ ტანსაცმელს, რომელშიც თვალწარმტაცი იქნებით. ჩვენ კი დაგეხმარებით არომატის შერჩევაში. არჩევანი შეაჩერეთ ხილის კოქტეილზე VIP  Club Bali ჟოლოს, ქოქოსის წყლის და თბილი ვანილის ნოტებით. ის მოგანიჭებთ სიმსუბუქეს, გაჩუქებთ საჭირო განწყობილებას და გაგცევთ წვეულების ვარსკვლავად. მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი: ნუ დაწევთ გრადუსს.   


3. კლუბი
შესაფერისი არომატი ცვლის ყველაფერს. ის ჩაგინერგავთ თავდაჯერებულობას და გამოიწვევს აღტაცებას, თავბრუს დაახვევს იქ მყოფ საზოგადოებას. თუ თქვენი საუკეთესო წვეულება - დილამდე ცეკვებია, აირჩიეთ My Destiny. ყვავილებისა და ხილის ნოტებიანი პარფიუმერული წყლის გაჯერებული არომატი დაგმუხტავთ ენერგიით და ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას. ამასთან, ყოველი ფლაკონი განუმეორებელია: სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით გამდნარ მინის მასაში შეყავთ ტურმალინის გაჯერებული მწვანე იელფერის პიგმენტი. მიღებული ნახატი უნიკალურია და არ არსებობს ორი ერთნაირი ფლაკონი. ისევე, როგორც თქვენ ხართ ერთადერთი, განუმეორებელი.    

4. გალა-საღამო 
იმ შეემთხვევებისთვის, როდესაც უნდა აფრქვევდეთ ელეგანტურობას, დაგეხმარებათ არომატები Giordani Gold. 40 წლის მანძილზე  Giordani Gold ეხმარება მილიონობით ქალბატონს დაასრულოს თავისი გარდერობი ფუფუნების დახვეწილი ნოტებით. გპირდებით, რომ პარფიუმი საზეიმო საღამოს საუკეთესო დამატება გახდება და ნატიფ შტრიხს დაუმატებს თქვენს ბუნებრივ სილამაზეს. 

ტექსტი: ფოტო: ანნა მარტენსონი