ვირჩევთ წარბების ფორმას სახის ტიპის მიხედვით

იპოვო წარბების თქვენი ფორმა — უკვე ნახევარი საქმეა, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა. წაიკითხეთ ჩვენი გიდი, დაათვალიერეთ ფოტოსურათები და გააკეთეთ ლამაზად.

1. მგვალი სახის ფორმა
ჩვენ ვგიჟდებით ფართო კლაკნილ წარბებზე. ჯერ ერთი - ეს ლამაზია. მეორეც — იდეალურად უხდება მრგვალ სახეს, ვიზუალურად ეხმარება და ღაწვისა და ნიკაპის ხაზს უფრო მკვეთრს ხდის. შეხედეთ მშვენიერ ემა სტოუნს!

2. ოვალური სახის ფორმა
სახის ოვალური ფორმა ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული შერწყმაა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წარბების ნებისმიერი ფორმა, მაგრამ ყველაზე უფრო მოგიხდებათ სწორი და მკაფიოდ გამოხატული. მაგალითი აიღე ჯესიკა ალბასგან. მისი წარბები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება.   

3. გულის ფორმის სახე
გაბედულად უთხარით «არა» სწორ წარბებს! ღაწვებისა და ნიკაპის მახვილ კუთხეებს შეარბილებს კლასიკური „ატყორცნილი“ წარბების კლაკნიანი მოხაზულობა.  გჭირდებათ დახმარება? ორიენტირება გააკეთეთ რიზ უიზერცპუნის ფოტოსურათზე.

4. გრძელი სახე
თქვენ მოგიხდებათ გრძელი სწორი წარბები მცირე კუთხით მოხრილი. რაც უფრო ჰორიზონტალურია ხაზი, მით უფრო დაგეხმარებათ წარბები სახის ფორმის ვიზუალურ კორექტირებაში და უფრო მომრგვალებულს გახდის მას.

5. ოთხკუთხედი სახის ფორმა
აირჩიე მრგვალი წარბები იმისათვის, რომ შეარბილო ნიკაპის ფორმა. ასეთი წარბბები დაგეხმარებათ ოთხკუთხედის დაბალანსებაში და გადაანაცვლებს ფოკუსს თვალებზე. Win-win!

ტექსტი: ფოტო: Getty Images