ნაბიჯ-ნაბიჯ: «განსხვავებული» ფრენჩი

შენ რა თქმა უნდა იცი, რა არის ფრანგული მანიკური და ალბათ თვითონაც გაგიკეთებია სახლში ან სალონში. მაგრამ გსმენია, თუ არა მისი ორიგინალური ნაირსახეობის შესახებ? გვიყურეთ და ისწავლეთ.


1

ფუძე

მანიკურის მდგრადობის შესანარჩუნებლად პირველ რიგში ფრჩხილებზე წაისვი გამჭვირვალე ლაქის ფუძე.


2

ნახევარმთვარე


ახლა დადგა დრო, რათა აირჩიო ფერი "ნახევარმთვარისთვის". წაისვი ის ფრჩხილის მთელ სიგრძეზე და დაელოდე გაშრობას.



3

 

კონტრასტი

აირჩიე მეორე ფერი (რაც შეიძლება კონტრასტული და მკვეთრი) და წაისვი ის ფრჩხილის ზედაპირზე, ოდნავ დააშორე ნუნას და მიეცი ბოლოში ნახევარმთვარის ფორმა. დაელოდე გაშრობას.


 



4
ფიქსაცია

იმისათვის, რომ თქვენმა მანიკურმა შეინარჩუნოს მდგრადობა, ზევიდან გადაისვი გამჭირვალე ლაქის თხელი ფენა.

დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი. 

 





ტექსტი: ფოტო: Victoria Stillwell, Nail artist: Frida Selkirk

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები