საფეხურეობრივი გიდი: თვალების მაკიაჟი კონტურული ფანქრის საშუალებით

დაუჯერებელი, მაგრამ - ფაქტია: თვალების სრული მაკიაჟის გაკეთება მხოლოდ კონტურული ფანქრითაც კი არის შესაძლებელი. ეჭვი გეპარება? ეჭვი გვერდზე გადადე და წაიკითხე ჩვენი სტატია.

1. შეარჩიე ფერი
უჩვეულო მაკიაჟი კონტურული ფანქრის სხვადასხვა ფერს საჭიროებს. შეარჩიე სამი ფერი, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება. ჩვენ მოგვწონს მწვანე, ვერცხლისფერი და ლურჯი. 

2. გაავლე ხაზი წამწამების ქვედა ზოლზე
პირველი ვერსია უბრალო, მაგრამ მდიდრულია. შეარჩიე ყველაზე კაშკაშა ფერი და ქვედა წამწამების ზოლის გასწვრივ გაატარე. ეს მაშინვე მიიპყრობს ყველას ყურადღებას თვალების წყალობით

3. გაავლე ხაზი წამწამების ზედა ზოლზე
მზად ხარ შემდეგ დონეზე გადასვლისთვის? მაშინ აიღე სხვა ფერის კონტურული ფანქარი (ნაკლებად კაშკაშა) და გაატარე ზედა წამწამების გასწვრივ. გამოგივა «ომბრეს» ეფექტი, რომლის წყალობით მზერა უფრო ღრმა გახდება, რაც განსხვავებულ იერს შეგძენს. ის, რაც საჭიროა ყოველდღიური, მაგრამ მოდური მაკიაჟისთვის

4. დაიმატე ფერები ზედა ქუთუთოზე
იმისათვის, რომ დაასრულო თვალების სრული მაკიაჟი ერთი ბიუთი-პროდუქტის დახმარებით, ფანქარი ქუთუთოების ჩრდილის სახით გამოიყენე. ფრთხილად გაატარე ერთი-ორი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლი ზედა ქუთუთოზე და დაიწყე მათი თანაბრად დაჩრდილვა თვალის გარე კუთხეებიდან შიდა კუთხეებისკენ. დაბინდული ეფექტი თითის ბალიშებით შექმენი. იდეალურია, არა? 

გსურს დაწვრილებით შეიტყო, როგორ უნდა გაიკეთო ასეთი მაკიაჟი? უყურე ჩვენს ვიდეო გაკვეთილს! 

ტექსტი: ფოტო: ფოტო: ჯონ ბადდი. ვარცხნილობა და მაკიაჟი: ოსე ესტეგრენი

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები