გრაფიკული მანიკური სახლის პირობებში

გეომეტრიული ფიგურები, სწორი ხაზები, მკვეთრი კონტრასტები — მოგწონს ეფექტური მანიკური, მაგრამ გგონია, რომ შენ თვითონ ვერ შესძლებ მის გაკეთებას. სულაც არა! ახლა ექვსი მარტივი რჩევით გაგახარებთ.

1. წინასწარ მოიფიქრე დიზაინი
ეს პუნქტი ტყუილად არ არის პირველი ამ ჩამონათვალში: გეგმა ამ ამოცანის მარტივად ამოხსნაში დაგეხმარება. მოძებნე მაგალითები ინტერნეტში, ამოჭერი მოწონებული ნახატები ჟურნალებიდან, შემდეგ კი საფეხურები მოიფიქრე  —  ეს არ არის რთული  —  და ნახე რამდენიმე ვიდეო გაკვეთილი.  დარწმუნებული ვარ, ასე იოლად მოძებნი შენს ნახატს

2. შეიძინე ხარისხიანი ფრჩხილის ლაქი
მანიკურის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ფრჩხილების ლაქის ხარისხზე. ნუ დაინანებ ფულს მაღალი მდგრადობის ლაქისთვის, რათა ყოველდღიურად მისი შესწორება არ დაგჭირდეს. ჩვენი რჩევა მდგრადი ფრჩხილის ლაქი The ONE.

3. მოჭერი ფუნჯის ბოლოები 
ფართო ფუნჯით შესაძლებელია ლაქის სწრაფად წასმა და თანაბარზომიერი შედეგის მიღება. მაგრამ, თუ განსაკუთრებული მანიკურის გაკეთება გსურს —  ფიგურებით, ნახატებით, კონტრასტული ხაზებით —  მცირე ზომის ფუნჯია საჭირო. ალბათ გექნება შემორჩენილი უკვე დამთავრებული ლაქის რამდენიმე ფლაკონი. გაწმინდე ძველი ფუნჯები ლაქის მოსაშორებელი საშუალებით, გააშრე, მოაჭერი ბოლოები მანიკურის მაკრატლით და გამოიყენე ხელოვნების სახელით!

4. გეომეტრიული ფიგურებისთვის გამოიყენე ლენტი ან სკოჩი
ჩვენ ყველა მხატვრები ვართ  —  ეს გასაგებია. მაგრამ, ხელების და თვალების კოორდინაცია ყოველთვის არ გამოგვდის. შენი იდეების განსახორციელებლად გამოიყენე ტრაფარეტები  — ლენტი ან სკოტჩი. მათი დახმარებით ადვილად შესძლებ მილიონობით გეომეტრიული ნახატის შექმნას. გამოჭერი კბილანა კიდეები ან, ტრაფარეტის მეშვეობით, განსაკუთრებული ფორმა მიეცი მაკრატლის გამოყენებით. ეძებე შთაგონება როდჩენკოს, კანდინსკის და ლისიცკის ნახატებში

5. მოიშორე ნარჩენები 
ლაქის მოსაშორებელი საშუალება ტყუილად როდი გამოიგონეს. მისი მეშვეობით ყოველგვარი ზედმეტობა მოიშორე და კანიც გაიწმინდე. გირჩევთ, გადადოთ ბამბის დისკი და აიღოთ ბამბის ჩხირი წაწვეტებული ბოლოთი — ის უფრო წვრილია, ასე გადაარჩენ შენს სუპერდიზაინს.                                   

6. წაისვი დამცავი საფარი
ეს საფეხური ყველას ავიწყდება. ნუ მიბაძავ მათ. დამცავი საფარი გრაფიკული მანიკურის ბოლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის პირდაპირი გაგებით დაიცავს ნახატს და მანიკურის ვადას გაახანგრძლივებს

ტექსტი: ფოტო: Oriflame