შვებულება ახლოვდება

სამოგზაუროდ ნივთების მომზადება არ არის ძნელი, ხოლო შვებულებისთვის აუცილებელი თავის მოვლის საშუალებების შეფუთვა კი სულ სხვა რამ არის. ჩვენ დაგეხმარებით, რომ არაფერი დაგავიწყდეთ რაც შეიძლება თვითმფრინავში, სასტუმროსა თუ აუზთან გამოგადგებათ.

ფრენისას 
თუ თქვენ გიყვართ მოგზაურობა და არ ხართ გულგრილი კოსმეტიკის მიმართ, მაშინ აზრიც კი იმის შესახებ რომ  უძვირფასესი საშუალებები გადავანაწილოთ 100 მლ-ან ფლაკონში უნდა გზარავდეთ. ნუ შიშობთ ხელით სატარებლად დაგჭირდებათ რამოდენიმე პროდუქტი, დანარჩენი კი თამამად ჩააბარეთ საბარგულში.

მიბრძანდით აეროპორტში უმაკიაჟოთ და კარგათ დაიტენიანეთ კანი მოგზაურობის წინ. გადაფრენა -  ყოველთვის წარმოადგენს სტრესს. ამიტომ თან იქონიეთ დამატენიანებელი დღის კრემი, ხელის კრემი და ტუჩის საცხი. 

ფრენისას კარგია გაიხალისოთ კანი გამწმენდი ხელსახოცებით. თავს ბევრად უკეთ იგრძნობ, როგორც კი გაიწმენდ სახესა და ხელებს. 

ღამის რეისით მიფრინავთ? არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ თვალის კრემი, რათა მოიცილოთ ჩამუქებული და შესიებული უპეები თვალის ქვემოთ. 

ვერავინ დაიკვეხნის იდეალური ვარცხნილობით ფრენის შემდეგ, ამიტომ ახლოს გქონდეთ სავარცხელი და მშრალი შამპუნი. 

 

აუზთან
დილიდან გვიან საღამომდე დაგჭირდებათ მზის დამცავი საცხი, და როდესაც ემზადებით მოგზაურობისთვის გაითვალისწინეთ რაოდენობა, რომელსაც თან წაიღებთ. რუჯისთვის საჭირო ლოსიონების უმრავლესობა ერთნაირად უხდება როგორც სახეს ასევე სხეულს, ხოლო სპეციალური პროდუქტები კი ტოვებენ უფრო სასიამოვნო შეგრძნებას. 

მზიან დღეებში არ დაგავიწყდეთ მკვეთრი ტუჩის საცხის SPF დაცვით გამოყენება. ტუჩის დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახე და სხეულია. 

არ დაგავიწყდეთ თმა! იმისათვის, რომ გავექცეთ მშრალ მტვრევად თმის ბოლოებს, მცირე რაოდენობით დაიტანეთ თერმული სპრეი.

 

ნომერში მომსახურება
მაღალი ტემპერატურის დროს დაგჭირდებათ კორექტირების შეტანა თქვენს წარმოდგენაზე სილამაზის შესახებ: შეცვალე სრულყოფილი მაკიაჟი მსუბუქი ВВ- და СС-კრემებით. დამატებით საკმარისი იქნება მდგრადი წამწამების ტუში და მკვეთრი ტუჩის საცხი. 

შხაპისთვის არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ ვიტამინებით გაჯერებული სკრაბი, რომელიც ასუფთავებს და ამსუბუქებს კანს. იმისათვის, რომ კანი იყოს თანაბრად შეფერილი არ დაიშუროთ რუჯის შემდგომი დამატენიანებელი საშუალებები. 

დილით გამოიყენეთ SPF-ის შემედგენელი სახის საცხი,  ძილის წინ კი აუცილებელია წაისვათ ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ღამის საცხი. 

კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ომეგა-3, ამიტომ არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ ამ დანამატის საკმარისი რაოდენობა. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame