ხმელეთზე და ზღვაზე: ვალაგებთ საზაფხულო კოსმეტიკურ ჩანთას

შეიძლება მოგეჩვენოს, რომ კოსმეტიკის ჩალაგება საზაფხულო შვებულებისთვის ყველაზე რთულია. ერთი! — და კოსმეტიკურმა საშუალებებმა ჩემოდნის ნახევარზე მეტი სივრცე დაიკავეს, შენ კი ჯერ პრაქტიკულად არაფერი წაგიღია. ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ ჩააწყო ყველა აუცილებელი ნივთი.

კურორტზე
სამოთხის მსგავსი ზღვის სანაპირო თითქმის ყოველთვის გულისხმობს ხანგრძლივ გადაფრენას. თვითმფრინავიდან გადმოდიხარ ილუმინატორიდან გადაღებული მზის ჩასვლის თვალწარმტაცი ფოტოებით ხელში და გამომშრალი, უხალისო და უფერული კანით სახეზე. გამოიყენე მინიმუმ ერთი სახის  ნიღაბი — სწრაფი აღდგენა და კიდევ ერთი საბაბი ლაიქების დასაწერად! 

დაიცავი თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, თანდათანობით დაწიე SPF ფაქტორი SPF 50-დან 30-მდე, მზეზე გამოსვლის შემდეგ წაისვი სპეციალური გარუჯვის შემდგომი დამატენიანებელი ლოსიონი, რათა რუჯი იყოს უფრო თანაბარი და გაძლოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.  

შხაპისთვის აიღე რბილი საშუალება მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც არ აზიანებს მგრძნობიარე კანს რუჯის შემდეგ და დამატებით ატენიანებს მას. ჩვენგირჩევთ ახალ შხაპის გელს VitaCareრომელიც E ვიტამინს შეიცავს. 

ზღვაზე თითქმის არ გაქვს შეღებვის სურვილი: წარბების ჩრდილები, მდგრადი სუპერ გლუვი ტუჩსაცხი, და ნამდვილად არ წააგებ! 

მთაში
სულისშემკვრელი ხედები, 50-ლიტრიანი ზურგჩანთა მხრებს უკან — თუ სილამაზის პროცედურებისთვის არ გცალია, მაგრამ გსურს ხაზი გაუსვა შენს სილამაზეს ფოტოებისთვის, ჩვენ ვიცით რეცეპტი. გამოიყენე კორექტორების პალიტრა შეწითლებულ ადგილებზე, წყალგამძლე ტუში და მშრალი შამპუნი — სელფისთვის მზადყოფნა ნომერი ერთი! აუცილებლად წაისვი SPF საშუალებები სხეულის ყველა ღია უბანზე, განსაკუთრებით სახესა და ტუჩებზე. და მოეშვი, მოდუნდი: ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟები არასდროს არ შედის 5* სასტუმროსთან და ცხელ აბაზანასთან კომპლექტში. ეს თავგადასავალი დაგამახსოვრდება მთელი ცხოვრების მანძილზე! 

ქალაქში
არქიტექტურით ტკბობა, ძველი ქალაქის პატარა ქუჩებში ხეტიალი, ყველა მუზეუმის მონახულება და რესტორნების შემოვლა — ჟღერს, როგორც ჩინებული გეგმა! შენ ნამდვილად გჭირდება ანტიპერსპიურანტი მაქსიმალური დაცვით და ფეხის დამატენიანებელი ლოსიონი ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ დაღლილი ფეხების დასამშვიდებლად და აღსადგენად. 

თან წაიღე ახალი არომატი და გამოიყენე მხოლოდ ის: ასე იგი სწორედ ამ შვებულებასთან ასოცირდება და მოგონებების შენარჩუნებაში დაგეხმარება.  

აირჩიე ყველაზე მსუბუქი ტონალური საშუალება SPF-ის მაღალი შემცველობით, ხოლო სწრაფი მაკიაჟისთვის თან წაიღე გამძლე კრემისებური ჩრდილები: ერთი-ორი თამამი შტრიხი და შენ თავად არტ-ობიექტი ხარ!

ტექსტი: ფოტო: Oriflame