5 ლაიფჰაკი: მთლიანი მაკიაჟი მხოლოდ ტუჩის მბზინავი საცხით

დაიტანე სასურველი ტონალური ფუძე და დაიწყე მაკიაჟის შექმნა! ორიფლეიმის ბიუთი ექსპერტი გალინა ილინა გაჩვენებს, თუ როგორ შექმნა მთლიანი მაკიაჟი მხოლოდ ერთი პროდუქტით.

როგორც ჰაილაითერი

მბზინავი საცხის დახმარებით შენ შეგიძლია შექმნა სველი მაკიაჟის ეფექტი - სწორედ ისეთი, რომელსაც ვიზაჟისტები მოდის ჩვენებების კულისებში და ფოტო გადაღებებისთვის ქმნიან. აიღე თითის ბალიშებით რამდენიმე წვეთი საცხი და დაიტანე ყვრიმალების ზედა კუთხეში და ასევე, წარბის ზედა და ქვედა ნაწილებში. შენ შეგიძლია ბზინვარების დონის რეგულიება, სასურველი ტექსტურის საცხის არჩევით: პრიალადან მეტად მოციმციმე პროდუქტით დამთავრებული. გალინა იყენებს ,,მბრწყინავ ნუდს'', რომელსაც აქვს მსუბუქი ტექსტურა, დაიტანება კანზე თანაბრად და არ აქვს წებოვანი შეგრძნება. 

როგორც ქუთუთოს პროდუქტი

ტრენდული მაკიაჟის სველის ეფექტის შექმნა შენ არა მარტო საღამოს წვეულებისთვის შეგიძლია. შეეცადე შექმნა მსგავსი მაკიაჟი დღისითაც! დილის მაკიაჟისთვის შეეცადე აირჩიო ფერები, რომლებიც მეტად ახლოსაა შენი კანის ტონთან: მბრწყინავი ნუდიპრიალა ვარდიპრიალა ბეჟისაღამოს მაკიაჟისთვის ჩაატარე ექსპერიმენტები კენკრისა და ალუბლის ყვავილების ფერებით. გახსოვდეს, რომ მსგავსი მაკიაჟი მოუხდება იმ გოგონებს, რომელთაც აქვთ ღია ფართო ქუთუთო.

პროდუქტი დაიტანე თხელ ფენად თანაბრად მთელს ქუთუთოზე.

 

 

 

როგორც წარბების გელი

ლაიფჰაკი მათთვის, ვისაც ხელთ არ აქვთ სპეციალური გელი წარბებისთვის: ამაში შენ პრიალა ბეჟი სახცი დაგეხმარება. ფუნჯის დახმარებით მიეცი წარბებს სასურველი მიმართულება, შემდეგ დაიტანე მასზე მბზინავი საცხი და გაიმეორე იგივე მოძრაობები. საცხის მბზინავი ნაწილაკები დაფარავენ თმას და გახდიან მას მეტად მოცულობითსა და მომხიბვლელს. იმ შემთხვევაში, თუ შენ იყენებ წარბის ფანქარს, პირველ რიგში გამოიყენე ის, ხოლო ფინალური ნაბიჯისთვის დაიტანე მბზინავი საცხი წარბზე. 


როგორც ტუჩსაცხი

მოციმციმე ვარდიარის საუკეთესო პროდუქტი ტუჩების ვიზუალურად გასაზრდელად. მას აქვს მოცულობითი მოციმციმე ეფექტი. დაიტანე მბზინავი საცხი ტუჩების ცენტრში და ოდნავ გადაინაწილე კუთხეების მიმართულებით. იმისათვის რათა გაზარდო ეფექტი, დახატე ტუჩის კონტური მუქი ფერის გლუვი ტუჩსაცხით. 

 

 

როგორც ფერუმარილი

შენ შეგიძლია, რომ შექმნა მსუბუქი ფერუმარილის ეფექტი თითქმის ნებისმიერი ფერის მბზინავი საცხით. გამჭვირვალე ფერისა და მსუბუქი ტექსტურის მბრწყინავი ვარდისფერი საცხი ბუნებრივად შეერწყმება შენს კანს და შექმნის ტრენდულ მაკიაჟს. 


დაიტანე ხელზე მცირე რაოდენობის სასურველი მბზივანი საცხი და გააჩერე მასზე რამდენიმე წამით რათა კანმა გაათბოს ის - ამ გზით ის უფრო მარტივად გადანაწილდება სახეზე დატანისას. ფაფუკი ფუნჯით აიღე საცხი და მსუბუქი მოძრაობებით ლოყებზე, ყვრიმალების ზედა კუთხეების მიმართულებით. 

 

 

გამოცადე სხვადასხვა ფერი და არ შეგეშინდეს მაკიაჟით ექსპერიმენტების ჩატარების! გაეცანი უფრო მეტ საინტერესო სტატიასა და გაკვეთილს ორიფლეიმის სილამაზის სკოლაში!