არომატის ტარების ოთხი ხერხი

მსუბუქი, კადნიერი ან მიმზიდველი: როგორ წავიცხოთ არომატი, რომ შევქმნათ სხვადასხვა შთაბეჭდილება? ჩვენ ვიცით ოთხი განსხვავებული ხერხი და თქვენ?

1. წაიცხე კანზე
თუ გსურთ, რომ თქვენი პარფიუმი მსუბუქად ჟღერდეს, მოსინჯეთ მისი კანზე წაცხება და არა დაბკურება. სად უნდა წავიცხოთ არომატი? ძლიერი ადგილებია, სადაც პულსი ფეთქავს, კერძოდ — მაჯა, იდაყვის ნაკეცი, ყური ან ყელი.

2.  დაიფრქვიეთ თმაზე ან ტანსაცმელზე
რაც უფრო მაღალია შენი სხეულის ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვრცელდება არომატი. თუ შენ მხურვალე ნატურა ხარ, მოსინჯე არომატის გაფრქვევა თმაზე და ტანისამოსზე იმის ნაცვლად, რომ წაიცხო ის პირდაპირ კანზე. დელიკატური ქსოვილების შემთხვევაში გირჩევთ არომატის წაცხებას კანზე, რათა მან ლაქები არ დატოვოს ტანისამოსზე. 

3. დაამატეთ ტანის ლოსიონში
გააგრძელეთ არომატის მოქმედება და შეურიეთ ის კანის უსუნო ლოსიონს. დაამატეთ რამდენიმე წვეთი კრემი ხელის გულზე, შემდეგ გააფრქვიეთ არომატი და დაიტანეთ ეს ჯადოსნური ნარევი სხეულზე. ასეთნაირად საყვარელი არომატი თქვენთან დარჩება მთელი დღე!

4. გაიკეთეთ არომატული აბაზანა
დღის ბოლოს ისე გინდათ თავის განებივრება! აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი პარფიუმი ან ტუალეტის წყლის 3-4 შხაპი და მოდუნების უფლება მიეცით თქვენს თავს. ნამდვილი სპა-მოვლა!  

ტექსტი: ფოტო: Getty Images