ჰოროსკოპი-2018: მონახე არომატი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მოდით მივმართოთ ვარსკვლავებს, რათა გავიგოთ, როგორი არომატი მოგიხდებათ ახალ წელს.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ენერგიული და ვნებიანი ვერძები ხშირად ზედმეტად ბევრს იღებენ თავიანთ თავზე. ტემპერამენტი, მოტივაციის მარაგი და ძლიერი ხასიათი პრაქტიკულად უდრეკ ნებისყოფას ანიჭებენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. თქვენ მოგეწონებათ არომატიMiss Giordani ნეროლის, მანგოს და წითელი წიწაკის ნოტები, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თქვენს ხასიათს და იტალიურ დახვეწილობას შემატებენ თქვენს იმიჯს.    

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ბალანსი — კუროების საყვარელი სიტყვაა. მათთვის დამახასიათებელი სილამაზის გრძნობა და ჰარმონიის მუდმივი ძიება ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. კუროებს მართავს ვენერა, რაც ურთიერთობებში ძალიან ყურადღებიანს ხდის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. კეთილი, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კუროები საუკეთესო მეგობრები არიან. დეტალებისადმი თქვენი ყურადღების და თქვენთვის დამახასიათებელი კარგი გემოვნების გათვალისწინებით, საუკეთესო არჩევანი თქვენთვის იქნება პარფიუმერული წყალი Love Potion, ამაღელვებელი არომატი ბუნებრივი აფროდიზიაკების — ჯანჯაფილის, კაკაოს ყვავილებისა და შოკოლადის ნოტებით.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ენერგიითა და ხალისით სავსე ტყუპები — ნამდვილი გამომგონებლები არიან. თქვენი მოქმედებები შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ ცვალებადი ხასიათი  მოქნილობასაც და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის გზის სწრაფად მონახვის უნარს ნიშნავს. ასეთი ჰაერის ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისი იქნება პარფიუმერული წყალი Sublime Nature Tuberose. გამაგრილებელი, როგორც ალიონზე მოკრეფილი თეთრი ყვავაილების თაიგული. 

კიბო (21 ივნისი –  22 ივლისი)
ზოდიაქოს ყველაზე შეგნებული ნიშანი, რომელსაც მართავს მთვარე. თქვენ აფასებთ თქვენს დროს, გიყვართ თქვენი ოჯახი და ყოველთვის მზად ხართ რჩევით დაეხმაროთ ნათესავებსა და ახლობლებს. ასეთ ძლიერ, მაგრამ ქალურ ხასიათს მოუხდება არომატი Eclat Femme ჟასმინისა და სანდლის ხის კეთილშობილი ნოტებით. 

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დრამის დედოფალი — ეს ლომებზეა. თავდაჯერებულობა არ გაკლიათ, მაგრამ მოდით თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს. თქვენ მოგწონთ კონფლიქტები. ისინი ყურადღების ცენტრში გაყენებენ და ლიდერად გაქცევენ. და ასეთ ადამიანს არ ეშინია ვნებიანი და ძლიერი არომატების. სცადეთ Divine.  ეს არომატი, გაჟღენთილი ხილისა და ხის ნოტებით, ხაზს გაუსვამს თქვენს ბუნებრივ სილამაზეს, ქალურობასა და «მეფურ» ხასიათს.

ქალწულიА (23 აგვისტო – 21 სექტემბერი)
თქვენ სულით და ხორცამდე პერფექციონისტი ხართ. თქვენი საქმისადმი მიდგომა და ხალხის მართვის უნარი გასაოცარია. ასეთ საიმედო და «მიწიერ» ზოდიაქოს ნიშანს მოუხდება პარფიუმერული წყალი Volare  კარამელისა და ატმის ნოტებით. სულ ცოტა რომანტიკა არავისთვის ზედმეტი არ არის!

სასწორი (22 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
სასწორთან სასიამოვნოა საქმის დაჭერა! შარმი, მომხიბვლელობა და ქარიზმა (და ამასთან პლანეტა ვენერაც) თავბრუს ახვევს ადამიანებს. სასწორი ყოველთვის ღებულობს იმას, რაც უნდა, ზუსტად აფასებს სიტუაციას და ადვილად პოულობს მიდგომას ყოველი ადამიანისადმი. ჰარმონიული და რომანტიკულები, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან კარგი გემოვნებით და სილამაზეს ეძებენ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. თქვენ ნამდვილად მოგიხდებათ სიცოცხლით სავსე არომატი Happydisiac. ყვავილოვანი, ხილის და მწვანე ნოტების წყალობით ის აავსებს თქვენს დღეს სიხარულისა და ბედნიერების ენერგიით.

მორიელი (24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ძლიერი, ჯიუტი და იდუმალი მორიელები მშვიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თქვენ შეგიძლიათ საიდუმლოების შენახვა და თქვენი მთავარი თვისებებია — სიმამაცე და გაბედულება. პარფიუმერული წყალი The ONE Disguise რევანდისა და მანდარინის ნოტებით გააძლიერებს ამ თვისებებს და დაასრულებს თქვენს იმიჯს. 

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დამოუკიდებელი და ნიჭიერი მშვილდოსნები ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ კულტურასთან ან სიტუაციაში, მაგრამ არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება. საკითხების გადაწყვეტაში მათ ეხმარებათ ოპტიმიზმი და ბუნებრივი მომხიბვლელობა. თქვენი არჩვანია — არომატი Women's Collection Innocent White Lilaс თეთრი იასამნის ნოტებით, რომელიც განასახიერებს გაზაფხულის მოსვლას და მოუხდება ისეთ სიცოცხლის მოყვარულ და გამორჩეულ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ. 

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დამოუკიდებელი, პასუხისმგებელი და სერიოზულები არინ. ისინი მყარად დგანან მიწაზე, პატივს სცემენ ტრადიციებს და უყვართ კლასიკური არომატები. მაგალითად, Giordani Gold Essenza. ვავილოვან-ხის კომპოზიცია აგებულია ნოტის Essenza® ირგვლივ უმაღლესი ხარისხის ფლერდორანჟის ეთერზეთის საფუძველზე. იტალიური კლასიკა!

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
თქვენ თამაშის საკუთარი წესები გაქვთ და არ გიყვართ შეზღუდვები. ძლიერ ხასიათსა და ინდივიდუალურობას ხაზს გაუსვამს პარფიუმერული წყალი  My Destiny ყვავილოვანი და ხილის ნოტებით და შიპრის შლეიფით. 

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზები — იდეალისტები არიან. იდუმალი და შემოქმედებითი ნატურები თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს, უყვართ ოცნებობა და ხშირად ვარდისფერ სათვალეს ატარებენ. მათთვის იდეალური იქნება არომატი Eclat თეთრი ჰიბიკუსისა და ვაშლის არომატით. 

ტექსტი: ფოტო: Getty Images