შეგიყვარდეთ ხელახლა: როგორ დავუბრუნოთ თმას ნატურალური ფერი

გაუთავებელი ღებვა, მტვრევადობა და აკუწული ბოლოები - თუ გარეგნობის შეცვლა სულ უფრო ნაკლებად გახარებთ, დროა დაუბრუნდეთ თმის ნატურალურ ფერს. მოგიყვებით, როგორ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ცვლილებებზე და თქვენი თავი არ დაკარგოთ.

1. ეძებე შთაგონება სოციალურ ქსელებში
თმის ნატურალური ფერისკენ დაბრუნება ყოველთვის ცოტა საშიშია. მოძებნე ვარსკვლავების შთამაგონებელი ფოტოები, რომელთა თმის ნატურალურმა ფერმა და განრწყინებულმა გარეგნობამ შესაძლოა გადაგაწყვეტინოთ სათავეებთან დაბრუნება. თქვენი პატარა ჯიგიტალ-თანაშემწეები არიან: ინსტაგრამი, იუთუბი, პინტერესტი.

2. აღიდგინე თმა
როგორც კი გადაწყვეტ ფესვებთან დაბრუნებას (დიახ, ეს კალამბურია), დაიწყე თმების სერიოზული მოვლა. განსაკუთრებით, თუ შენ გიყვარს რთული ვარცხნილობა, ხშირად იშრობ თმას ფენით, იყენებ პლოიკას, უთოს ან ატარებ დრედებს (გარკვეული ტიპის ნაწნავებს). აი რეცეპტი: აღმდგენი შამპუნი, მკვებავი კონდიციონერი და თმის ნიღაბი. ეს შესანიშნავი სამეული დაგეხმარება თმების გამაგრებაში ფესვებიდან თმის წვერებამდე და დაუბრუნებს თმას ჯანსაღ შეფერილობას.

კვირაში ერთხელ გამოიყენე მკვებავი თმის ზეთი გაყოფილი ბოლოების წინააღმდეგიმისათვის, რომ უზრუნველყოს თმების დამატებითი კვება, დაარბილოს თმა და უფრო ადვილი გახადოს მისი დავარცხნა. 

3. გადაწყვიტე ცვლილებების განხორციელება
«ერთი წამი, მაგრამ თმის ნატურალური ფერის დანრუნებას შეიძლება წლები დასჭირდეს!», შეიძლება იფიქრო შენ. გპასუხობთ: აუცილებელი არ არის. ყველაფერი, რაც შენგან მოითხოვება, მიეცი თმებს თავისუფლად ზრდის შესაძლებლობა და შეარჩიე ელფერის მიმნიჭებელი ბალზამი, რომელიც ნატურალურ ფერს წააგავს. მაშინ სხვაობა ნამდვილ და არანამდვილ ფერს შორის თითქმის არ იქნება. რა თქმა უნდა, თმა ერთ ღამეში არ დაგრძელდება, ხოლო ფერი ერთ წამში არ გათანაბრდება. იქონიე მოთმინება, მოგზაურობა ნატურალური ფერისკენ ორიდან ოთხ თვემდე მოითხოვს.   

4. გაისწორე თმის ბოლოები 
ყველაფერი გამოგივიდა? გილოცავთ! მაგრამ, ნუ დაგავიწყდება თმის წვერების შეჭრა ყოველ სამ-ოთხ კვირაში, რათა მოიცილოთ აკუწული ნაძირალები. თანდათან თმები უფრო სწორი და ნატურალური შესახედაობის გახდება. განა ეს არ არის ოცნება?   

ტექსტი: ფოტო: ნინა ხოლმა