სილამაზის წესები: როგორ დავიტანოთ მოვლის საშუალებები კანზე

მაშ ასე, შენ გაქვს მთელი კომპლექტი: გამწმენდი საშუალება, ტონიკი, შრატი, თვალების გარშემო კრემი და დამატენიანებელი კრემი. იცი თუ არა მათი სწორად მოხმარება? ყოველი შემთხვევისთვის გიყვებით როგორ გამოიყენოთ მოვლის ეს საშუალებები.

გამწმენდი საშუალება
Как правильно наносить средства по уходуთითქოს რა უნდა იყოს სახის დაბანაზე ადვილი? წაისვი ხელის გულზე ცოტა გამწმენდი გელი თითქოს რა უნდა იყოს სახის დაბანაზე ადვილი? წაისვი ხელის გულზე ცოტა გამწმენდი გელი და დაიტანე ტენიან სახის კანზე. დაიწყე ცხვირის ზედა ნაწილიდან და იმოძრავე სახის კიდეებამდე. თითებით მსუბუქი მასაჟი გაუკეთე ლოყებს, შუბლს და ნიკაბს წრიული მოძრაობებით. ეს დაგეხმარება ეფექტურად მოიშორო მაკიაჟი და გაააქტიურო ლიმფები. თითის ბალიშებით გააკეთე მასაჟი ცხვირის გარშემო და თმის ზრდის ძირების პარალელურად. არ დაგავიწყდეს გულდაგულ ჩამოიბანო ეს საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ კანის გაღიზინება. გამწმენდი საშუალება ჩამოიბანე თბილი წყლით (არა ცხელით) ან ისარგებლე სუფთა ხელსახოცით. ის დაგეხმარებათ მოაშოროს მაკიაჟის ნარჩენები და სხვა დაბინძურება სახიდან. არ დაგავიწყდეს ყელი – დაიტანე გამწმენდი საშუალება ამ ზონაზე ლავიწამდე.

ღრმა წმენდა
თუ შენ სარგებლობ კანის გამწმენდი აპარატით, თუ შენ სარგებლობ კანის გამწმენდი აპარატით, პირველად დაატენიანე ჩოთქის ზედა ნაწილი და დაიტანე მასზე გამწმენდი საშუალება. დააყენე შენთვის სასარგებლო რეჟიმი და ჩართე მოწყობილობა. წრიული მოძრაობებით გაწმინდე სახე შემდეგი თანმიმდევრობით: 20 წმ-ი, შუბლი, 10-10 წმ სათითაოდ ლოყები, 20წმ-ყბის ნაწილი და ნიკაბი. ამ მოძრაობების დროს ცოტათი დააწექი აპარატს რათა მიიღო ღრმა გაწმენდის ეფექტი. შენ შეგიძლია გააძლიერო ძალისხმევა დაამუშავებ რა T ზონას. თავი აარიდე თვალის გარშემო ზონებს:  კარგად დაიბანე სახე მანამდე სანამ გამოიყენებ ტონიკს. 

ტონიკი
იმისთვის რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტური იგი უნდა დაიტანო მალევე იმის შემდეგ, როგორც კი ჩამოიბან გამწმენდ საშუალებებს. თავი აარიდე ტონიკით სარგებლობას, რომელიც სპირტის ბაზაზეა დამზადებული რადგან ის გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, სიმშრალეს და გამონაყარს. დაიტანე უალკოჰოლო ტონიკი და გაიწმინდე სახე ბამბით. აარიდე თავი თვალის გარშემო ზონებს. დაიტოვე საშუალება რათა შეიწოვოს კანმა მანამდე სანამ გადადგამ შემდეგ ნაბიჯს.

კრემი თვალის გარშემო კანისთვის
ნაზი კანი ქვედა ქუთუთოსთან ითხოვს განსაკუთრებულ დელიკატურობას მოვლის დროს. დაიტანე ცოტა თვალის გარშემო კრემი საფეთქლის და თვალის ქვემოთ ზონაში და აკურატულად ამოძრავე შუა თითი. გადაინაწილე მთელს სახეზე. არავითარ შემთხვევაში არ გაჭიმო კანი და არ შეიზილო კრემი – ასე შენ მხოლოდ დააზიანებ მას. თავი აარიდე წამწამების ზრდის ზონას, შენ ხომ არ გინდა რომ კრემი თვალში მოგხვდეს და გაღიზიანება გამოიწვიოს თუ შენს კრემს აქვს ბურთულიანი აპლიკატორი დაიტანე მისი მეშვეობით ეს საშუალება თვალის ქვემოთ, იმოძრავებ რა თვალის შიდა კუთხიდან ცხვირის ფუძემდე. თუ შენ შეინახავ თვალის გარშემო კრემს მაცივარში, დილით შენ მიიღებ საოცარ ეფექტს.

"შეინახე თვალის გარშემო კრემი მაციცარში და დილით შენ  მიიღებ საოცარ გამახალისებელ ეფექტს."

შრატი
გადაანაწილე შრატი ხელის გულიდან სახეზე რათა სტიმულირება გაუკეთო სისხლის მოძრაობას და დაეხმარო ამ საშუალებას შეაღწიოს კანში. ყელზე შრატი უნდა დაიტანო მოძრავი მოქმედებებით ზევიდან ქვევით, შენ ხომ გინდა შენი კანი დარჩეს გადაჭიმული არა? ვინაიდან შრატებს აქვთ წყლის სტრუქტურა მათი დატანა ხდება ტონიკის მოხმარების შემდეგ მხოლოდ დღის და ღამის კრემის წასმამდე. კრემები უნდა გამოიყენო 10 წამის შემდეგ – ამდენივე დრო სჭირდება შრატს რათა კანმა შეიწოვოს.

დღის და ღამის კრემი
ეცადე დაიტანო დღის  და ღამის კრემი სახესა და ყელზე, რაც შეიძლება თანაბრად.ამ დროს კანი ქვემოთ არ დაჭიმო.ამის გარდა წაისვი კრემი სახეზე და გადაანაწილე ის თანაბარი მოძრაობებით, რომელიც ქვემოდან ზემოთაა მიმართული. შეგიძლია თავი მასაჟით გაანებივრო. გააკეთე წრიული მოძრაობები ნიკაპისა და ყურების მიმართულებით ცხვირის გასწვრივ თმის ზრდის ხაზისკენ. თავი აარიდე თვალების გარშემო ზონას, მასზე იზრუნებს სპეციალური კრემი.
ტექსტი: