სილამაზე 9-დან 5-მდე

ზოგჯერ სამსახურისკენ მიმავალი გზა იმდენად გღლის, რომ ადგილზე ჩვენ ვჩანვართ არც ისე კარგი მხრიდან. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ ფორმაში და საუკეთესოდ ვიგრძნოთ თავი სამუშაო საათებში?

09.00 
ცოტაოდენი მშრალი შამპუნი აშორებს ცხიმიანი თმების შეგრძნებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის შემდეგ. თუ შენი თმა მიდრეკილია, რომ გახდეს ფუმფულა აზრი აქვს შეინახო შრატი მაგიდის უჯრაში, რომლის მეშვეობით ადვილად მოიშორებ დაშლილ თმას და მალე მოიწესრიგებ თავს შესაბამისად. 

10.00 
მთელი დღე შენ ბეჭდავ კლავიატურაზე, პასუხობ ხელის ჩამორთმევას და ტელეფონის ზარებს და ეს მხოლოდ იმის ნაწილია რასაც შენ შენი ხელით აკეთებ იმისათვის, რომ შეინარჩუნო ის ლამაზი და ჯანმრთელი არ დაგავიწყდეს ისარგებლო ანტიბაქტერიული გელით და მკვებავი კრემით!

11.00 
კონდიცირებული ჰაერი და ცენტრალური გათბობა აზიანებს კანს, აშრობს მას და იწვევს გამონაყარს, ასევე კარგავს ბზინვარებას. უბრალო გადაწყვეტა – სახის სპრეია, რომელიც დაატენიანებს და დაუბრუნებს კანს ჯანმრთელ სახეს, ასევე ვიზუალურად შეამცირებს ფორებს. ამასთან ერთად ეს გმატებს სიმხნევეს.

"შენი საყვარელი საცხი, ცოტაოდენი სუნამო – და სენ მზად  ხარ გართობისთვის!"

12.00
საოფისე ჰაერი არა მარტო აშრობს სახის კანს, არამედ დამღუპველად მოქმედებს ტუჩების მდგომარეობაზე. ხარისხიანი ბალზამი, რომელიც შეიცავს ზეთს ან ფუტკრის ცვილს ხელს შეუშლის გამოშრობას. დაიტანე იგი დღის მანძილძე იმდენჯერ,რამდენჯერაც ჩათვლი საჭიროდ.

13.00
საღეჭი რეზინი ლანჩის შემდეგ - არც ისე საუკეთესო ვარიანტია პირის ღრუს წესრიგში მოსაყვანად. მინიმუმ იმიტომ, რომ მასთან ერთად შენ მეტად პროფესიონალურად გამოიყურები. ამის ნაცვლად შეინახე მაგიდის უჯრაში პატარა კბილის ჩოთქი და პასტა – მოგზაურის სტანდარტული ნაკრები.

14.00
როდესაც არაა საშუალება დაიბანო, მაგრამ აუცილებელია თავიდან აიცილო არასასურველი ბზინვარება, შენ დაგეხმარება შემწოვი სალფეტკები, რომელიც შეინარჩუნებს მაკიაჟს საწყის ფორმაში და მოაცილებს შენი კანიდან ყველაფერ ზედმეტს. ასევე სასარგებლოა იქონიო კონსილერი, რათა ექსტრემალურ დროს დაფარო ნებისმიერი არასასურველი გამოვლინებები.

15.00
იქნებ მიირთვათ ფინჯანი ყავა? დღის 3 საათისთვის თვალებს შესაძლებელოა დაღლილი გამომეტყველება აქვთ, რადგან შენ მთელი დღე იცქირებოდი ეკრანის მონიტორში. იმის ნაცვლად რომ დალიო ყავა და მიიღო კოფეინი დაიტანე იგი კანზე თვალების გარშემო! კრემი კანისთვის თვალების გარშემო რომელიც კოფეინს შეიცავს უკეთესია შეინახო მაცივარში (თუ საოფისე პირობები გვაძლევენ უფლებას) ასე ეფექტი უფრო ძლიერი იქნება.
16.00
ცოტა ვინმე თუ გაძლებს გაიკეთოს სრული მაკიაჟი მთელი სამუშაო დღის მანძილზე .საკმარისია რამოდენიმე ძალიან უბრალო რამ. დასაწყისითვის აიპრიხე წამწამები. შემდგომ დაიტანე ცოტა ჰაილაიტერი შიდა მხარეს. იგი დაიტანე დროდადრო ღაწვების გასწვრივ - ეს მისცემს შენს სახეს ჯანსაღ იერს.

17.00 
თუ სამსახურის შემდეგ შენ გელოდება სასიამოვნო საღამო კარგ კომპანიაში, არაა აუცილებელი ატარო თან კოსმეტიკა: შენი საყვარელი ტუჩის საცხი,  სუნამოს  რამდენიმე წვეთი – და შენ მზად ხარ იმხიარულო!







ტექსტი: ფოტო: Getty images

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები