5 რჩევა მბზინავი კანისთვის

შემოდგომის მოსვლასთან ერთად თქვენი კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას: ის უნდა აღდგეს მზიანი დღეების შემდეგ და მოემზადოს სიცივეების დადგომისთვის. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სეზონის ცვლილებების მოსვლისთვის მოსამზადებლად.

1. სახის გაწმენდა

ზაფხულის დღეების შემდეგ კანი ხშირად არის გაუხეშებული და გამომშრალი, ამიტომ ყველაზე აუცილებელ და შეუცვლელ პროდუქტად ამ შემთხვევაში გამოიყენება სკრაბი და დამატენიანებელი საშუალება.  კანის გამწმენდი აპარატი (SkinPro) ფრთხილად მოაშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ამით კი მოამზადებს მას შრატისა და დამატენიანებელი საშუალებების წასასმელად, რომლებიც კანის მეტი მბზინვარებისთვის აუცილებელია.


2. ხელის კრემი

ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ხელის კანის მოვლას ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ხელებიც ხდება გარემო პირობების ზემოქმედების მსხვერპლი, ისევე როგორც სახის კანი. შემოდგომით ხელებზე კანი შრება და სკდება, ამიტომ აუცილებელია დამცავი კრემების გამოყენება, რომლებიც იცავს კანს და ატენიანებს, მაგალითად, ჩვენ გირჩევთ SoftCaress სერიის საშუალებებს. დაიწყე დღესვე და მიირე საუკეთესო შედეგი!


3. ზეთის ბაზაზე დამზადებული სკრაბი

მზე და აუზის ქლორიანი წყალი აშრობს კანს და ამიტომ ახალი სეზონი აუცილებლად დაიწყეთ მთელი სხეულის პილინგით. სკრაბი ზეთის შემადგენლობით  მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და დაატენიანებს კანს, დაე, ეს პროცედურა გადაგექცეთ ჩვევად: გაიკეთეთ პილინგი კვირაში ერთხელ და ძალიან მალე თქვენი კანი რბილი და მბზინავი გახდება.

"რეგულარული სპორტული ვარჯიშები – ჯანმრთელი კანის გასაღები”

4. კრემი ლოსიონის ნაცვლად
ზამთარში თქვენს კანს ესაჭიროება უფრო ღრმა დამატენიანებელი საშუალებები, ვინაიდან ლოსიონები შექმნილია თბილი ამინდისთვის, გირჩევთ შეცვალოთ ისინი კრემებით, რომლებიც დაატენიანებენ და გამოკვებავენ თქვენს კანს მთელი ზამთრის განმავლობაში. ნუ უგულვებყობ დღის კრემებს, ვინაიდან ისინი ქმნიან თქვენს კანზე ეფექტურ ბარიერს და აჩერებენ ტენიანობას.



5. ივარჯიშე

არავისთვისაა სიახლე, რომ სპორტით დაკავება დადებითად მოქმედებს გულზე, ფილტვებსა და ფსიქიკაზე, მაგრამ თუ იცით რომ კანის მდგომარეობაც დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ დატვირთვასთან. აერობიკლული ვარჯიშები, როგორიცაა სირბილი, ცეკვა, აუმჯობესებს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, კვებავს კანის უჯრედებს და ეხმარება ორგანიზმიდან დოქსინების გამოყოფას ამიტომ მაშინაც კი, როდესაც ამინდი შედარებით გრილია, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ქუჩაში, ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე.


ტექსტი: ფოტო: Shutterstock