უნაკლო წარბები! ხუთი შეცდომა წარბების მაკიაჟში, რომელიც არ უნდა გავიკეთოთ

კარგად მოვლილი წარბები შენი იმიჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ამის გარეშე მიაღწიო სრულყოფილებას რთული იქნება. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ჩვენ შევკრიბეთ ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა წარბების მაკიაჟის გაკეთებისას.

1. არ დაგავიწყდეს წინასწარ მომზადება 
ხშირი წარბები კარა დელევინის სტილში დიდი ხანია დაბრუნდა მოდაში და არ თმობენ პირველ პოზიციას. მაგრამ «ხშირი» არ ნიშნავს «ბუჩქისმაგვარ» ან «უფორმოდ მზარდს»! არ დაგავიწყდეს დაივარცხნო ისინი ზემო მიმართულებით და შიდა კუთხეში, რათა შენმა წარბებმა მიიღოს სწორი ფორმა. დაუმორჩილებელი თმები საჭიროა მოვიშოროთ წარბების პინცეტის მეშვეობით. 

2. არ გაგიტაცოს ზედმეტად მუქმა ჩრდილებმა 
ჩვენ მოგვწონს გამომხატველი წარბები, მაგრამ სწორი ეფექტისთვის არაა საკმარისი უბრალო ხშირი შავი ფერი! იმოქმედე თანდათანობით, რათა მიაღწიო საკუთარ ბუნებრივფერს. თუ შენ გრძნობ სირთულეს სწორი ტონის შერჩევაში, ისარგებლე ნაკრებით წარბების კორექციისთვის – შენ ყოველთვის შეძლებ შეურიო ფერები, რათა მიიღო საჭირო შეფერილობა.

3. არ დაგავიწყდეს შეავსო ხარვეზები 
სხვა გავრცელებული შეცდომაა –  შეავსო წარბის ცენტრალური მხარე ერთი ძლიერი ხაზით. გახსოვდეს შენი ამოცანაა  – მიიღო გამომხატველი წრბების ეფექტი, მაგრამ ამავე დროს ბუნებრივნი. გააფერადე ისინი საშუალო ზომის შტრიხებით თმის ზრდის მიმართულებით. ეს შექმის ნატურალურ ეფექტს. 

4. იცოდე, როდის გაჩერდე 
ეს ყველაზე რთულია. ამ შეცდომის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია, სამაგიეროდ დაეუფლები რა სწორ ტექნიკას შენ უკვე აღარ დაუშვებ ასეთ შეცდომას. იმისთვის, რომ განსაზღვრო სად უნდა თავდებოდეს შენი წარბი, აიღე ფანქარი, დაადე მისი ბოლო ნესტოს კიდეზე და ისე განათავსე, რათა მისი შექმნილი ხაზი გადიოდეს თვალის შიდა კუთხის მხარეს.შენი წარბი უნდა მთავრდებოდეს ფანქრით არც შორს და რც ახლოს. წაიკითხე ჩვენი სახელმძღვანელო, იდელური წარბების შექმნა, და არ ამოიქნა ზედმეტი!

5. შეინარჩუნე ბუნებრიობა 
თუ ჩვენ გვჭირდება ჩამოვაყალიბოთ წარბების მაკიაჟის ერთი მთავარი წესი ჩვენ ვიტყოდით: შენი წარბები უნდა გამოიყურებოდეს რაც შეიძლება უფრო ბუნებრივად! დაე, შენ არ აგიცრუონ პოდიუმის ვიზაჟისტების ქმნილებებმა გული. ყველა ეს არაჩვეულებრივად მაღალი წარბები კვადრატული ბოლოებით ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ამასთან ერთად ზედმეტად ხელოვნურად. არ მისცე საშუალება შეგიყვანონ შეცდომაში, მთავარი ხომ ბუნებრივი საილამაზის გამოკვეთაა.



ტექსტი: ფოტო: Kristine Wreyford, Victoria Stillwell