კანის პრობლემების ექსპერტული გადაწყვეტა

უამრავი სახის მოვლის საშუალებებმა და მეთოდიკამ შეიძლება ნებისმიერი შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ექსპერტებს აეხსნათ სიტუაცია.

პრობლემა: მშრალი კანი, არათანაბარი ტონი  

გადაწყვეტა: «თავიდან მოიშორე საპონი და დაივიწყე ძალიან ცივი და ცხელი წყალი. მათ ნაცვლად გამოიყენე დამატენიანებელი გამწმენდი საშუალება რძის კონსისტენციით. ორჯერ კვირაში სანამ დამატენიანებელ კრემს წაისვავ გაიწმინდე კანი სკრაბით. ყოველ დღე დაიტანე მკვებავი შრატი შენი დილის და ღამის კრემის ქვეშ.».

- ევა მერინვილი ანტიასაკობრივი კანის მოვლის ექსპერტი

პრობლემა: ასაკობრივი აკნე 

გადაწყვეტა: «აირჩიე ყველაზე რბილი გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალება რაც შეიძლება მსუბუქი ტექსტურით. რეგულარულად გამოიყენე სკრაბი ან სხვა გამწმეწნდი საშუალებები».

- ალენ მავონი, კანის კვლევის ცენტრის დირექტორი

პრობლემა: მეტად შესამჩნევი ფორები 

გადაწყვეტა: «ფორებს არ აქვთ კუნთი, ამიტომ მათ შეუძლიათ გაიხსნან და დაიხურონ, მაგრამ თუ სახეს გაიწმინდავ ორჯერ დღეში და გამოიყენებ კანის გამწმენდ აპარატს, შენი ფორები შემცირდება.ასევე დაგეხმარებათ გამწმენდი თიხის ნირაბი .ის გაწმენდს ფორებს ზედმეტი ცხიმისაგან».

- მელინა გალეადი «კანის მოვლის საშუალებების» კატეგორიის ექსპერტი

პრობლემა: ჩამუქებული უპეები 

გადაწყვეტა: «თვალების ქვემოთ კანი მეტად ნაზია, ამიტომ დაგვჭირდება კარგი კრემი, რომელიც ამ ზონისთვის სპეციალურადაა შემუშავებული. საუკეთესო შემოთავაზება - ბურთულიანი აპლიკატორიანი კრემი, მაგრამ მისი დატანა თითებითაც შეიძლება მსუბუქი მოძრაობებით, რომელსაც მასაჟის ეფექტი ექნება. არ ჩამოიბანო მაკიაჟი ცხელი წყლით ვინაიდან ეს გაღიზიანებას იწვევს. შენ დაგეხმარება თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, მაგრამ იგი ფრთხილად უნდა გამოიყენო რათა არ გააღიზიანო და დააზიანო სისხლძარღვები».

- ნიკოლა კერისი, კლინიკური და სამომხმარებლო კვლევების განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.

პრობლემა: სიწითლე 

გადაწყვეტა: «თავი აარიდე ზედმეტად ცხელ და ცივ წყალს, ვინაიდან ის აზიანებს კაპილარებს და იწვევს უფრო მეტ სიწითლეს. ცხადია შენ მაღალი მგრძნობელობა გაქვს მზის სხივების მიმართ. ამიტომ ყოველთვის ისარგებლე დღის კრემით SPF-ის შემცველობით და თავი აარიდე მზის სხივებს (ან ორივე ერთად გააკეთე) თუ შენი კანი მიდრეკილია გამაღიზიანებლების მიმართ სცადე დამამშვიდებელი ნიღაბი».

- ევა მერინვილი, ანტიასაკობრივი კანის მოვლის ექსპერტი.


პრობლემა: ნახეთქები და პიგმენტაცია 

გადაწყვეტა: «მზეზე ყოფნას მივყავართ პიგმენტაციის დარღვევებამდე, ამიტომ დღის კრემი SPF-ით აუცილებელი საშუალებაა ყველასათვის, რაც შეეხაბა ჭრილობებს და ნახეთქებს ისინი კარგად რეაგირებენ E ვიტამინის შემცვლელ საშუალებებზე».

- ნიკოლა კერნსი, კლინიკური და სამომხმარებლო კვლევების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.

პრობლემა: ნაოჭები 

გადაწყვეტა: «ნაოჭი -კანის დაბერების შედეგია ,რომელიც იზრდება ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, ამიტომ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს გამოგვადგება კრემი SPF-ის შემცველობით. ასევე თვალი ვადევნოთ რომ კანი იყოს დატენიანებული და მივიღოთ ბევრი წყალი».

- ალენ მავონი, კანის გამოკვლევის ცენტრის დირექტორი.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock