ჩაის ხის ზეთის 3 სასარგებლო თვისება

ჩაის ხის ეთეროვანი ზეთი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი თვისებებით. გავარჩიოთ თითოეული მათგანი სერიის პროდუქტების მაგალითზე.

1. წმენდა 
როგორც წესი, კანის ყველაზე პრობლემური უბანი განლაგებულია T-ზონის მიდამოში. იქ ყველაზე უფრო ხშირად ჩნდება ჭარბი ბზინვარება, დახშული ფორები და შავი წერტილები. გეჩვენებათ, რომ უნდა გამოიყენოთ ყველაზე ძლიერი საშუალებები, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარი სიტყვა არის ბალანსი. გამოიყენე სახის გამწნენდი გელი «ჩაის ხე»რათა თავიდან აიცილო ჭუჭყის, მაკიაჟის ნარჩენები და არ გამოიშრო კანი. ის დაგეხმარება ანთებით პროცესებთან საბრძოლველად.  

საჭიროა კანის გაწმენდა, შენ კი გზაში იმყოფები?  შენ ჰიგიენური ხელსახოცები დაგჭირდება! ისინი დაგეხმარება რბილად მოიცილო სახიდან მაკიაჟი, ჭარბი ბზინვარება და ზედმეტი ჭუჭყი, ებრძოლო ანთებით პროცესებს, შესძინო კანს სიმქრქალე და მიანიჭო ჯანსაღი, ხალასი იერი ისე, რომ კანი არ გამოაშრო.  

2. ტონიზირება 
შემდეგი ნაბიჯი კანის მომზადება ძირითადი მოვლისთვის. ამაში გამაგრილებელი მატონიზირებელი გელი დაგეხმარება. ის აღადგენს წყლის ბალანსს, თავიდან აგაცილებს ცხიმოვან ბზინვარებას და ვიზუალურად შეავიწროებს ფორებს.  

3. ძირითადი მოვლა 
პრობლემურ კანსაც ესაჭიროება დატენიანება! ჩაის ხის ეთეროვანი ზეთის შემცველი კრემის ფორმულა ხელს უწყობს ანთების წარმოქმნის შემცირებას კანის გამოშრობის გარეშე.  ეს საშუალება ყველა ასაკს უხდება, სწრაფად შეიწოვება კანში და არანაირ ბზინვარებას არ ტოვებს.   


რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ მუწუკი მაინც გაჩნდა? არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუ დრო არ გაქვს, ხოლო წინ მნიშვნელოვანი მოვლენა გელის, გამოიყენე ანტიბაქტერიული ფანქარი-კორექტორი: მწვანე ნაწილი ანთებას ხსნის, ბეჟი ფერის ნაწილი სიწითლეს ნიღბავს. ჩაიდე ფანქარი ხელჩანთაში და გამოიყენე, სადაც მოგეხერხება.  

კანის გააზრებული მოვლისთვის აიღე ანტიბაქტერიული საშუალება «ჩაის ხე»  და წერტილებად დაიტანე სუფთა კანზე ანთების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, რათა თავიდან აიცილო მათი წარმოქმნა. მოერიდე თვალის გარშემო მიდამოს. ორივე პროდუქტი შესანიშნავად მოუხდება ნებისმიერი ასაკის მქონე კანის მოვლას.   

ტექსტი: ფოტო: Oriflame