პროტეინის კომპლექსი: 3 სასარგებლო კერძის რეცეპტი

პროტეინის კომპლექსის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ პურის, იოგურტის და მდოგვის მომზადება. არ გჯერათ? წაიკითხეთ რეცეპტები!


პური
ერთი ულუფის ინგრედიენტები:

— 350 მლ. თბილი წყალი.
— 6 გ. მშრალი საფუარი.
— 190 გ. მარცვლეულის ფქვილი.
— 2 ულუფა პროტეინის კომპლექსი (2 х 18 გ).
— 25 გ. სელის თესლი.
— 75 გ. მოხარშული მარცვლეული (მაგალითად, წიწიბურა, ხორბალი, ყავისფერი ბრინჯი, ვავის მარცვლეული).
— 25 გ. მზესუმზირის თელსი.
— 25 გ. გოგრის თესლი.
— 3 გ. მარილი.

მომზადების წესი:
გაახურეთ ჰაერღუმელი 180 გრადუსამდე. მოათავსეთ საფუარი  დიდ ჯამში,  გახსენით თბილ წყალში და დატოვეთ 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს აურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები სხვა ჯამში და მიუერთეთ ისინი საფუარის ნარევს. მიღებული ცომი გადმოიღეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ მართკუთხა პურის ფორმაში   (დაახლოებითი ზომებია: 28 x 12 x 7 სმ.). დაახურეთ ფორმას ტილო და მოათავსეთ ის 30 წუთით თბილ ადგილას, სანამ ცომი არ ამოიწევა. როდესაც  შეამჩნეთ, რომ ცომი ორჯერ უფრო დიდი გახდა, მოათავსეთ ფორმა ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ პური 60 წუთის გაანმავლობაში 180 გრადუსზე. სანამ პურს დაჭრით, ამოიღეთ მომზადებული პური ფორმიდან და ორი საათი გააჩერეთ გასაგრილებლად. უუუფ, როგორი არომატია!   

იოგურტი
ერთი ულუფის ინგრედიენტები:

— 100 მლ. წყალი (უცხიმო, სოიოს ან ნუშის რძე);
— 200 მლ. უშაქრო იოგურტი;
— 50 გ.მიუსლი (მოხარშული მარცვლეული ფაფა ან ნატურალური ხმელი შვრიის ფანტელები)
— 1 ს/კ. გოგრის თესლი;
— 1 ს/კ. მზესუმზირის თესლი;
— 1 ულუფა პროტეინის კომპლექსი (18 გ);
— გასაფორმებლად, ცოტაოდენი კენკრის ან ბროწეულის მარცვლები..

მომზადების ხერხი: აურიეთ ერთმანეთში წყალი/რძე, იოგურტი და პროტეინის კომპლექსი ერთგვაროვან მდგომარეობამდე. დაუმატეთ მიუსლი, ფანტელები და თესლები და შედგით მაცივარში დილამდე. არ გინდათ ლოდინი? მორთეთ ქორფა კენკრით ან ბროწეულის მარცვლებით და შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ.


დიჟონის მდოგვი
12 ულუფის ინგრედიენტები:

— 100 მლ.წყალი;
— 50 მლ. მდოგვი;
— 50 მლ. ზეითუნის ზეთი;
— 50 მლ. ვაშლის ძმარი;
— 1 ულუფა პროტეინის კომპლექსი (18 გ);

ჩაყარეთ პროტეინის კომპლექსის პორცია შეიკერში, დაამატეთ წყალი და ურიეთ მანამ, სანამ მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ გადმოასხით მიღებული სითხე ღრმა ჯამში, დაამატეთ მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ძმარი და კარგად მოურიეთ. ყველაფერი მზად არის! დიჟონის მდოგვის შენახვა შეიძლება მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში. მოხმარების წინ კარგად მოურიეთ.     

ტექსტი: ფოტო: Oriflame