სახის მასაჟი სახლის პირობებში

მასტიმულირებელი, ლიმფოდრენაჟული ან აკუპრესური მასაჟი — ამ ბიუთი-პროცედურების პოპულარობა იზრდება მსოფლიოში. რისთვის არის ისინი საჭირო, როგორ უნდა გავიკეთოთ და რა შედეგებს უნდა ველოდოთ — წაიკითხეთ ჩვენს სპეციალურ სტატიაში.

მასტიმულირებელი მასაჟი

რისთვის არის საჭირო?
იმისთვის, რომ ბზინვარება დაუბრუნოთ მკრთალ და დაღლილ კანს. 

როგორ შედეგებს უნდა ველოდოთ?
თუ გაიკეთებთ მასაჟს სწორად და რეგულარულად, შედეგი გაგახარებთ: კანის ტონი გახდება უფრო თანაბარი, კონტურები — უფრო მკაფიო, ხოლო სახე გაგიბრწყინდებათ! 

როგორ გავიკეთოთ მასაჟი?
მთავარია —  ზუსტად დაიცვათ მასაჟის ტექნიკა. დაიტენიანეთ სახე წყლით, დაიტანეთ კანზე მცირე რაოდენობით გამწმენდი გელი და აკურატულად გადაანაწილეთ ის თხელი ფენით მთელ სახეზე (არ მოახვედროთ გელი კანზე თვალების გარშემო). შემდეგ აიღეთ კანის გამწმენდი აპარატი SkinPro, დაასველეთ საცმი-ჯაგრისი წყლით და სამასაჟე წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით გაისვით კანზე.  გამოყენების დრო —  20 წამამდე შუბლის არეში და 40 წამამდე ყველა დანარჩენ უბანზე (ნიკაპი, ლოყები, ცხვირი, ღაწვები და ა.შ.). ასეთი მასაჟი მხოლოდ ერთ წუთს გრძელდება, ასტიმულირებს სისხლმომარაგებას და უზრუნველყოფს კლინიკურად დამტკიცებულ შედეგებს: 8 ჯერ* უფრო ბზინვარე სახე უკვე ხუთი კვირის შემდეგ!

ლიმფოდრენაჟული მასაჟი

რისთვის არის საჭირო?
რომ ვებრძოლოთ კანის შეშუპეპას და ელასტიურობის დაკარგვას. 

როგორ შედეგებს უნდა ველოდოთ?
ორი სიტყვით: ლიმფური კვანძები პასუხს აგებენ ინფექციებთან ბრძოლაზე და ორგანიზმიდან საშიში ნივთიერებების გამოდევნაზე. ადამიანის სხეულში ასზე მეტი ლიმფური კვანძია, მათ შორის ყურების უკან, ყბის ქვეშ, ცხვირ-ხახასა და ლოყას შორის. თუ სწორად გაიკეთებთ ლიმფოდრენაჟულ მასაჟს, კანი მოვა ტონუსში, ხოლო შეშუპებები და შესიებები გაქრება. სუფთა მაგიაა!  

როგორ გავიკეთოთ მასაჟი?
1. გამოიყენეთ საყვარელი გამწმენდი საშუალება იმისათვის, რომ მოიცილოთ ჭუჭყი სახისა და ყელის კანიდან. შემდეგ გაიგლისეთ ხელის გულებზე სახის მკვებავი ზეთი და მსუბუქი მოძრაობებით ზემოდან ქვემოთ დაიზილეთ კანი ქვედა ყბის არეში. გახსოვდეთ, რომ მოძრაობა ქვემოდან ზემოთ დაგეხმარებათ კანისთვის ტონუსის მინიჭებაში, ხოლო მოძრაობა ზემოდან ქვემოთ ზედმეტის მოცილებაში. თქვენ გჭირდებათ მეორე.    
2. შემდეგ თითების მსუბუქი მოძრაობით ზემოდან ქვემოთ შეიზილეთ ზეთი ცხვირიდან პირის კუთხეებამდე, აგრეთვე ყურების წიბა და უკანა ნაწილებს შორის.
3. არათითით შეიზელეთ ზეთი თვალების ქვეშ ასო С ფორმის ორბიტალური ძვლის ირგვლივ. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეშუპებები და შესიებები.  

აკუპრესური მასაჟი

რისთვის არის საჭირო?
რომ მზერას სინორჩე მივანიჭოთ და თვალებს დაღლილობა მოვაცილოთ.

როგორ შედეგებს უნდა ველოდოთ?
აკუპრესურა ან წერტილოვანი მასაჟი დაფუძნებულია განკურნების უძველეს ჩინურ მეთოდზე და  დაძაბულობის (ჩვენს შემთხვევაში - თვალის კუნთების) მოხსნის ტექნიკას შეიცავს. როდესაც ჩვენ მთელი დღე კომპიუტერში ვიყურებით, პირველ რიგში  ეს მოქმედებს თვალებზე — თვალები იძაბება და იღლება, ხოლო მეორე რიგში — კანზე თვალების გარშემო. აკუპრესური მასაჟი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის კუნთების ზედმეტად დაძაბვა და აგრეთვე მიმიკური და ღრმა ნაოჭების გაჩენა.  

როგორ გავიკეთოთ?
დასაწყისისთვის გამოიყენეთ საყვარელი გამწმენდი საშუალება სახისა და ხელის კანიდან ჭუჭყის მოსაცილებლად. შემდეგ აკურატულად დააჭირეთ ორი სალოკი თითით წერტილებს სახეზე. წესი ასეთია:

1. თვალის შიდა კუთხე;
2. წარბების შიდა კუთხე;
3. წარბსზედა რკალი;
4. თვალის გარე კუთხე;
5. ზედა ქუთუთოს ცენტრის ოდნავ ქვემოთ;
6. ცხვირის ფუძე.

ტექსტი: ფოტო: Getty Images