7 საინტერესო ფაქტი ორიფლეიმის არომატების შესახებ

იცით თუ არა, რომ ორიფლეიმი — ერთერთი უმსხვილესი პარფიუმერული ბრენდია? ხოლო ჩვენი არომატების შემქმნელთა შორის — მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერები არიან? და ეს კიდევ ყველაფერი არ არის! მოგიყვებით უფრო მეტს ჩვენს შესახებ.

1. არომატების შექმნის 50-წლიანი გამოცდილება
კომპანიის შექმნის დროიდან, ანუ 1967 წლიდან ჩვენ დაგვიგროვდა ბიუთი-ინდუსტრიაში მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება, რაც გვეხმარება ისეთი კომპოზიციების შექმნაში, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებენ მთელ მსოფლიოში.   

2. თანამშრომლობა მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერებთან
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვმუშაობთ მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერებთან. მაგალითად, პარფიუმერული ხელოვნების ისეთ ოსტატებთან, როგორიც არიან ოლივერ კრესპი, მორის რუსელი და ნატალი ლორსონი, რომლებიც ქმნიდნენ საყოველთაოდ ცნობილ არომატებს მსხვილი ბრენდებისთვის.   

3. მომხმარებელთა სიყვარული და კოლეგების აღიარება
ჩვენ არომატებს მაღალი შეფასება აქვს მთელ მსოფლიოში — დაწყებული გლამურულ ჟურნალებში მკითხველთა სიმპატიების პრიზებიდან პრესტიჟულ FiFi Awards-მდე, რომელსაც აწყობს არომატების საერთაშორისო ასოციაცია. სულ ცოტა ხნის წინ პარფიუმერულმა წყალმა My Destiny მიიღო პრემია FiFi Russian Fragrance Awards-2016 – «ოსკარის» ანალოგი პარფიუმერულ ინდუსტრიაში.

4. უმსხვილესი პარფიუმერული ბრენდი
ჩვენი არომატები იწარმოება მსოფლიოს სამოც ქვეყანაში და ქვეყნების უმრავლესობაში ორიფლეიმი შესულია პარფიუმერული კომპანიების ტოპ-5 სიაში. ჩვენ ნამდვილად გვაქს საამაყო!

5. დამტკიცებული ხარისხი 
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ჩვენი არომატები. პაფიუმერებთან ერთად მრავალჯერ ვახორციელებთ მათ ტესტირებას ხარისხის ყველა მსოფლიო სტანდარტის დასაცავად. ტესტირებას ატარებენ პროფესიონალი ექსპერტები, რომლებიც ამოწმებენ არომატის მდგრადობას 8 საათის განმავლობაში, კომპოზიციის მთლიანობას და ფლაკონის აწყობის ხარისხს. 

6. ვყიდით თითო არომატს წამში
ორიფლეიმის არომატები იმდენად პოპულარულია, რომ მსოფლიოში ყოველ წამს იყიდება ჩვენი ტუალეტის წყლის ერთი ფლაკონი. გასაოცარია, არა?

7. 100 სახის არომატი მთელ მსოფლიოში
ორიფლეიმის არომატების კოლექციაში თითქმის 100 პარფიუმერული პროდუქტია მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის. შეარჩიე შენი არომატი აქ. 

ტექსტი: ფოტო: ანნა მარტენსონი