როგორ მუშაობს: ცირკადული რითმები

დიდხანს ვერ იძინებ, დღისით კი მოწყვეტილივით გრძნობ თავს? გაიგე, როგორ უნდა მოახდინო ძილის და ფხიზლად ყოფნის ნორმალიზება და მიიღო უფრო მეტი ენერგია შენი მიზნების მისაღწევად.

ცირკადული რა?
ცირკადული რითმები — ეს არის ბიოლოგიური პროცესების და მოვლენების ინტენსივობისა და ხასიათის განმეორებადი ცვლილებები. ეს არის ბიოლოგიური რითმები, რომლებიც აგებენ და მომართავენ ყველა პროცესებს ჩვენს ორგანიზმში: ჰორმონების ბალანსს, კვებით ჩვევებს, სხეულის ტემპერატურას, მეტაბოლიზმს, ძილიდან ფხიზელ მდგომარეობაზე გადასვლას. თუ შენ აქტიური დღის შემდეგაც ვერ იძინებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ცირკადული რითმები დარღვეულია და გავლენა მოახდინეს მელატონინის გამომუშავებაზე.   

ვინ არის ღრმა ძილის მთავარი მტერი?
«კიდევ ერთი სერია — და დავიძინებ!», — ეუბნები შენს თავს და კვლავ გვიანობამდე უყურებ საყვარელ სერიალს. ამასობაში ორგანიზმს თავგზა ებნევა ეკრანის განათებით და არ ესმის, როდის უნდა დაიწყოს ძილისთვის მომზადება და ფიზიკური პროცესების შენელება. ბრძენმა ბუნებამ ჩვენი შინაგანი რითმები მომართა დღის სინათლეზე აქტიურობისაკენ და ღამით კი დასვენებისკენ, მაგრამ ელექტრობის და გაჯეტების გამოჩენასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. არ არის სიბნელე — არ არის მელატონინის გამომუშავება, რომელიც პასუხისმგებელია დაღლილობის შეგრძნებასა და ღრმა ძილზე.  

როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
ხელოვნური სინათლე საღამოობით და რეჟიმის არარსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს სიმსუქნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, გამაღიზიანებლობას, აპათიას, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას და მეხსიერების გაუარესებას. კარგი სიახლე — მათი თავიდან აცილება შეიძლება უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლით. 

რის გაკეთება შეგიძლია?
1. დაიძინე ყოველდღე ერთსა და იმავე დროზე: ორგანიზმი თანდათან მიეჩვევა და განსაზღვრული დროისათვის თვითონ განეწყობა ღრმა ძილისკენ. 
2. უარი თქვი გაჯეტებზე დაძინებამდე სულ მცირე ერთი-ორი საათით ადრე ან გადართე ისინი ღამის რეჟიმზე, რომელიც ეკრანის განათებას უფრო შერბილებულ და მოყვითალო შუქს ანიჭებს. კომპიუტერთან მუშაობისას ატარე სპეციალური სათვალე, რომელიც ბლოკავს ეკრანის ცისფერ განათებას — სწორედ ის არღვევს მელატონინის გამომუშავებას.   
3. ხშირად გამოდი ქუჩაში დღის განმავლობაში, რათა ორგანიზმმა თავისი შინაგანი საათები ბუნებრივ განათებასთან შეაჯეროს.  
4. შეხვდი განთიადს და გააცილე დაისი — ასე ორგანიზმს დაეხმარები თავისი ტაიმერის გადატვირთვაში. გარდა ამისა, ეს საოცრად ლამაზი და რომანტიკულია — განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში! 

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame