4 ხერხი ძვლების გასამაგრებლად

30 წლის შემდეგ ძვლები იწყებს სიმკვრივის დაკარგვას და ოსტეოპოროზის რისკი იზრდება. ჩვენ ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები ოთხი მარტივი ნაბიჯის დახმარებით!

ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივე თანდათან იზრდება დაბადებიდან დაახლოებით 25 წლამდე, როდესაც ძვლოვანი მასის მწვერვალს აღწევს. შემდეგ იწყება სიმკვრივის დაკარგვა, მაგრამ ცხოვრების სწორი და ჯასაღი წესი და დაბალანსებული კვება ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებას და სიმყიფის შემცირებას.   

1. მიაწექი კალციუმს
კალციუმი — ეს არის არა მარტო ძლიერი ფრჩხილები და ჯანმრთელი კბილები. კალციუმი ძვლებს ანიჭებს სიმკვრივეს, ხელს უწყობს სისხლის შედედებას, კუნთების შეკუმშვას და ჯანმრთელ გულისცემას. ყველა სისტემის გამართული მუშაობისთვის სისხლში ყოველთვის უნდა იყოს ცოტაოდენი კალციუმი და, თუ შენი კვების რაციონი მას ძალიან ცოტა რაოდენობით შეიცავს, ის გამოირეცხება ძვლებიდან!   

ჩვენი ორგანიზმი არ აწარმოებს კალციუმს დამოუკიდებლად, ის ორგანიზმს მიეწოდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ჩართე რაციონში იოგურტი, მწვანე ბოსტნეული, ისპანახი, თხილეული, პარკოსნები და სარდინები (მიირთვი ძვლებიანად!). ნაკლებად დაამარილე საკვები, შეზღუდე ყავის და გაზიანი სასმელების მიღება — ყველაფერი ეს ხელს უშლის ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებადობას. 

2. ამოძრავე სხეული 
ვარჯიშები საკუთარი წონით ასტიმულირებს ძვლოვანი მასის ზრდას და ამცირებს სიმკვრივის დაკარგვას. დაიწყე მარტივი ვარჯიშით: აზიდვები, ჩაჯდომები, ჩაბუქვნები, სახტუნელათი ხტუნაობა. 

3. გამოდი გარეთ
თუ შენ არ ღებულობ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს, კალციუმის საკვებიდან შეთვისება არ მოხდება. გახსოვდეს, რომ მისი საუკეთესო წყარო არის მზე. შენი მიზანია — 15-30 წუთი სუფთა ჰაერზე და მზეზე ყოველდღიურად, ან ოდნავ მეტი ჩრდილოეთ რეგიონებისთვის (განსაკუთრებით ზამთარში).

4. ჩართე რეციონში დანამატები
კალციუმი ორგანიზმს მიეწოდება მხოლოდ საკვებთან ერთად და მოხმარებული რაოდენობიდან მხოლოდ 30-40% შეიწოვება. დღიური ნორმის შევსება არცთუ ისე ადვილია, ამიტომ დაეხმარე საკუთარ თავს დანამატებით — მაგალითად, სცადე Wellness «ზღვის კალციუმი D ვიტამინთ».  წყალმცენარეებში არსებული კალციუმის გარდა, ის შეიცავს D ვიტამინს და დაპატენტებულ კომპლექსს AquaminTM — ეს არის კიდევ 72 მიკროელემენტი, რომლებიც აძლიერებენ კალციუმის მოქმედებას და შეთვისებადობას.

ტექსტი: ფოტო: Oriflame