თმის მოვლა ზაფხულში: 9 რჩევა

მზე, ზღვა, პლაჟი და წვეულება აუზთან - ყველაფერი ეს გავლენას ახდენს შენს თმაზე. თუ გვსურს შევინარჩუნოთ ჯანსაღი და მბზინავი თმა გაითვალისწინე ჩვენი რჩევები!

რჩევა №1: შენიღბვა
ძალიან მშრალი თმა ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ ზაფხულში ამისთვის თავის არიდება ძნელია. მკვებავი ნიღაბი დაგეხმარება გადაჭრა ეს პრობლემა და თავიდან აიცილო თმის დაზიანება.

რჩევა №2: მზისგან დაცვა
მზის სხივები ძალიან აშრობს თმას, ამიტომ ჩვენ გირჩევთ დავიცვათ ისინი თავსაბურავის ან თხელი შარფის მეშვეობით. 

რჩევა №3: დატენიანება
სიცხეს და ნესტს შეუძლია ნებისმიერი ვარცხნილობა გადააქციოს "საშინელებად", მაგრამ საკმარისია მცირე რაოდენობის არგანის ზეთი ან ქოქოსის ზეთი რათა მოვიყვანოთ წესრიგში აბურდული თმა.  

რჩევა №4: სანამ იცურავებ
მანამდე სანამ აუზში ან ზღვაში ჩაყვინთავ, დაისველე თმა წყლით. თუ მშრალი თმით აღმოჩნდები აუზში, ისინი მომენტალურად შეიწოვს ქლორს და მარილს.

რჩევა №5: ცურვის შემდეგ
სველი თმა ყველაზე მეტად ზიანდება ეს ცნობილი ფაქტია. თუ არ დაივარცხნი აბურდულ თმას მანამ, სანამ გაშრება, შემდეგ ამის გაკეთება უმტკივნეულოდ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამიტომა ატარე ზღვაზე ფართო კბილებიანი სავარცხელი და მშრალი კონდიციონერი
                      

რჩევა №6: ჩამობანა
მარილიანი წყალი და ქლორი აშრობს და აზიანებს თმას. ამიტომ დაბანის შემდეგ აუცილებელია მათი ჩამობანა სუფთა წყლით და კონდიციონერის გამოყენება.

რცევა №7: დაბანა
აუზზე ან ზღვის სანაპიროზე გატარებული დღის შემდეგ, შენს თმას დამატებითი მოვლა დასჭირდება. დაიბანე აღმდგენი შამპუნით, რომელიც მოაშორებს თმას ყველა არასასურველ ნივთიერებებს და დასასრულს მეტი დატენიანებისთვის ისარგებლე კონდიციონერით. 

რჩევა №8: სილამზე და ზრუნვა
გაიშრე თმა ბუნებრივი გზით, განსაკუთრებით თუ გაატარე მთელი დღე მცხუნვარე მზეზე, ხოლო თუ არ შეგიძლია "ფენის" გარეშე, მაშინ ჩართე ის ოთახის ტემპერატურაზე და ისარგებლე თერმოდამცავი სპრეით. 

რჩევა №9: შეღებვა
შენი თმა შენი "მადლიერი" იქნება თუ ზაფხულში თავს შეიკავებ ქიმიურად აქტიური საშუალებების გამოყენებისგან, ასე, რომ თუ შენ ნამდვილად გჭირდება გაიღიავო ან შეიღებო ისინი, ეცადე გააკთო ეს ერთი ან ორი თვით ადრე სანამ ძალიან დაცხება. 










ტექსტი: