ოთხი ახალი სუპერ საკვები

ჯანმრთელობისადმი კომპლექსური მიდგომა, ეს არის ფიზიკური აქტივობის და სწორი კვების ერთობლიობა.

1. ბაობაბი
რა არის ეს?
საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნაყოფი, რომელიც იზრდება აფრიკასა და ავსტრალიაში. შეგიძლია მიიღო გამომშრალი ან ფხვნილის სახით .


რისთვის არის ის საჭირო?

ბაობაბის ნაყოფში 10-ჯერ მეტი ანტიოქსიდანია, ვიდრე ბროწეულსა და მოცვში და მინიმუმ ორჯერ მეტი ვიდრე კენკროვან მცენარეებში. მასში ორჯერ მეტი კალცია, ვიდრე რძეში და ექვსჯერ მეტი  კალიუმია, ვიდრე ბანანში და ასევე ხუთჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე ფორთოხალში.


2. მატე
სიმართლე მატეზე
გამამხნევებელი და გამაჯანსაღებელი მატე, სხვა არაფერია თუ არა დაქუცმაცებული და მოხარშული მცენარის ფოთლები სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებიდან.


რატომ ითვლება ის სასარგებლო საკვებად?
მატეში 90%-ით მეტი ანტიოქსიდანტია ვიდრე მწვანე ჩაიში. მას გააჩნია იმუნიტეტის ამაღლების და სტრესის საწინააღმდეგო თვისება. ასევე წმენდს ორგანიზმს და აახალგაზრდავებს მას.


3. მორინგა
რა უნდა ვიცოდეთ
მორინგა - ეს არის მცენარე, რომელიც ხარობს ჰიმალაიში, მაგრამ ის ასევე გვხვდება აზასა და აფრიკაში. მორინგას გამომშრალ ფოთლებს აფქვევენ და იყენებენ სალათებსა და წვნიანში.

რისთვის არის საჭირო?
მორინგა შეიცავს 46 სხვადასხვა ანტიოქსიდანტს. მასში ექვსჯერ მეტი რკინაა ვიდრე ისპანახში, და ამ მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 

4. კაქტუსის წყალი
ფაქტობრივად, ეს არის ეკლიანი კაქტუსი, რომელიც იზრდება მექსიკაში და დასავლეთ ამერიკის შეერთებული შტატებში. США. ის შეიცავს კაქტუსის ნაყოფის წვენს, წყალს და ლიმნის წვენს. 

ეს იგივე რაც ქოქოსის წყალი?
ეს უკეთესია. მასში იგივეა რაც ქოქოსის წყალში: ელექტროლიტები, არ შეიცავს შაქარს და კალორიას. კაქტუსის წყალი ასევე  შეიცავს ტაურინს და ამინომჟავებს, რომლებიც აერთიანებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს კუნთოვან ქსოვილებს დაზიანებისგან. 

ტექსტი: ფოტო: Fotolia