იცხოვრო ოცნებით

გაიცანით: ირინა სპადაკი, მოგზაურობათა სააგენტოს TravelNoworNever (http://travelnowornever.com/) თანაავტორი და შემქმნელი და ჩვენი ყოფილი კოლეგა. ოთხი წლის წინ ის მუშაობდა Oriflame-ში, შემდეგ კი განთავისუფლდა სამსახურიდან და აზიაში წავიდა. ჩვენ სკაიპით დავუკავშირდით ირინას და ვისაუბრეთ იმის შესახებ, როგორ გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებებისკენ, შევქმნათ პროექტი და ვიცხოვროთ ოცნებით.

«ექვსი წლის წინ მე მივედი Oriflame-ში ზაფხულის სტაჟირებაზე. წარმატებული სტაჟირწების შემდეგ მე ამიყვანეს მუდმივ სამუშაოზე. მე ვოცნებობდი საერთაშორისო კომპანიაში მუშაობაზე და ეს ოცნება განხორციელდა. Oriflame-ში მე დასაქმებული ვიყავი კლიენტების სერვისის განვითარებით, ვახორციელებდი საერთაშორისო პროექტების კოორდინირებას და ვმუშაობდი გაყიდვებისა და ბიზნესის მხარდაჭერის განყოფილებაში. მე ძალიან მიყვარდა ჩემი სამუშაო, მაგრამ სტრესი იყო საკმარისად, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში. რაღაც მომენტში მე მივხვდი, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ცხოვრება უკვე აღარ მეჩვენებოდა ისეთი სასიხარულო, როგორც წინა სამი წლის განმავლობაში. და მე მივიღე გადაწყვეტილება. 2017 წლის 5 ივლისს ზუსტად ორი წელი გახდა, რაც მოსკოვიდან წავედი.

მე ყოველთვის ბევრს ვმოგზაურობდი, მუშაობასთან პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში მვოგზაურობდი. და, როდესაც გამიჩნდა ტაილანდში წასვლის შესაძლებლობა, ასეც მოვიქეცი.  

მოყევი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. როგორ მიიღე ის?   

«მე ვფიქრობდი, რომ ტაილანდში წასვლა ავანტიურა და რისკია. მესმოდა, რა შეიძლება გამომსვლოდა და რა არა. გადავწვიტე უცნობობაში შებიჯება და მე ეს გამომივიდა. გარკვეული სიძნელეებით, მაგრამ გამომივიდა. კარიერა კარგად წამივიდა, მე არ ვაპირებდი წასვლას Oriflame-დან, რაციონალურად ვანაწილებდი ჩემს ძალებს, მაგრამ მერე მივხვდი: იყოს, რაც იქნება. თუ არ გააკეთე მცდელობა, ინანებ, რომ არ გააკეთე. ამიტომ მე ყოველთვის ვსინჯავ».

რატომ აზია და არა ამერიკა?
«მე მომწონს აზია როგორც ამინდის მხრივ, ასევე  სილამაზისა და კოლორიტის მხრივაც.  მომწონს ხალხი, მენტალიტეტი და მათი ფასეულობები. ცხოვრების დონე აზიაში ყველაზე მაღალი არ არის, ხოლო ხალხი აფასებს იმას, რაც აქვს. მე ბევრჯერ ვიყავი აზიაში და ვიცოდი, სად მივდივარ. ტაილანდში ჩამოსვლის შემდეგ მე გავიგე, რომ შემიძლია სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მოვეწყო. ასე მივიღე ახალი პროფესია».

 

რამდენი დრო გავიდა ოცნებიდან  საკუთარი პროექტის გაკეთება ახლანდელ მომენტამდე, სადაც თქვენ ორგანიზებას უწევთ თქვენს საავტორო მოგზაურობებს? თქვენ თვითონ აკეთებდით საიტს თუ მოიწვიეთ სპეციალისტები? 

«ეს ოცნება მქონდა დიდი ხნის წინ. მაშინაც კი,როდესაც უკვე ორიფლეიმში ვმუშაობდი, მესმოდა, რომ მიყვარს მოგზაურობა და მინდა განვითარება ამ სფეროში. მეგობარ ქალთან ერთად ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ჩვენთვის ორივესთვის საინტერესოა ეს. პირველი მცდელობა უიღბლო აღმოჩნდა: ჩვენ შევქმენით ერთგვერდიანი საიტი, მაგრამ ჯგუფის ჩამოყალიბება ვერ შევძელით. იდეას არ მოვეშვით. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა მცდელობა იქამდე, სანამ არ მიაღწევ შედეგს. და გადავწყვიტეთ, რომ ჩინეთშიც გავაგრძელებთ მცდელობებს. ჩვენ შევიმუშავეთ ოთხი მიმართულება, ოთხი მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებშიც მრავალჯერ ვიყავით და შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს ქვეყნები ისე, რომ ადამიანებს შეუყვარდეთ ისინი».

რომელი ქვეყნებია ეს?
«ჩვენი მოგზაურობა იწყება ჰონკონგში: ჰონკონგი-მაკაო-ჩრდილოეთ ვიეტნამი, ჰონკონგი-მაკაო-ფილიპინები, ჩინეთი და ტაილანდი-მალაზია. ძირითადი ფორმატია მგზავრობათავგადასავალი მაქსიმალური ჩაფლობით ქვეყანაში და კულტურაში. ჩვენ გადავაადგილდებით, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ვიკვებებით მათსავით, გავერთობით ისევე, როგორც ისინი და გავეცნობით ჩვენს მეგობრებს. ერთი სიტყვით, ვაჩვენებთ ისეთ ადგილებს, რომლებიც რთული სანახავია, როდესაც შენ მიემგზავრები ჩვეულებრივი ტუროპერატორის თანხლებით».

 მოყევი როგორ მუშაობთ სოციალურ ქსელებში. შენ სწავლობდი რამეს? კითხულობდი? 

«ჩვენი პროდუქტი ძნელად იყიდება ცივ ბაზარზე. მაინც ადამიანებს უნდათ ჩვენთან ერთად მგზავრობა იმიტომ, რომ ჩვენ შესანიშნავი მეგზურნი ვართ. ჩვენ უფრო უკეთესად ვაჩვენებთ ქვეყანას, ვიდრე ჩვეულებრივი ტურის ორგანიზატირები. აქ საჭიროა საკუთარი ბრენდის რეკლამირება. ახლა მე ვესწრები სოციალური ქსელების წარმართვის ბევრ სხვადასხვა კურსს. ვკითხულობ და ვეცნობი, როგორ ვითარდებიან სხვები, და ვცდილობ გადავიღო და გამოვიყენო საუკეთესო ჩვენს სფეროში».

ძირითადი ქსელები — ეს ინსტაგრამი და ფეისბუქია?
«სინამდვილეში ჯერჯერობით ეს ჩვენი პირადი გვერდებია @spadack. ჩვენ ვმუშაობთ კომპანიის@travelnowornever ეკაუნტის შექმნაზე, აქ დიდი სივრცეა საქმიანობისთვის. სოცქსელებიდან ჩვენთან მოდიან ადამიანები. ასე ისინი უფრო კარგად გებულობენ, რასთან აქვთ საქმე და რას უნდა ელოდონ».

შეგიძლია გვირჩიო ბიზნესის წარმართვის წიგნები? საჭიროა ისინი საერთოდ?

«რა თქმა უნდა, წიგნები ბიზნესის, მარკეტინგის და თვითგანვითარების შესახებ საჭიროა, რომ  უფრო დაიჯერო შენი ძალების. როდესაც შენ რაღაც ახალს იწყებ, გიჩნდება შიში და ასეთი ლიტერატურა ძალიან გეხმარება შენი აზრების მოწესრიგებაში. ჩემი სამი წიგნია: "კლიენტები მთელი ცხოვრების მანძილზე" (კარლ სიუელი და პოლ ბრაუნი), "ცისფერი ოკეანეს სტრატეგია" (კიმ ჩანი და რენე მობორნი) და ბარბარა შერის წიგნები ოცნებების შესახებ, ისინი ძალიან შთამაგონებელია».

შენ გაქვს დიდ  კორპორაციაში მუშაობის გამოცდილება, შენ აგებდი კარიერას. ახლა შენ გახდი მეწარმე  და ცხოვრობ ისე, როგორც დიდი ხანია ოცნებობდი. რას ურჩევდი ადამიანებს, რომ გადადგან ნაბიჯები ცვლილებებისკენ?

«მე წმინდად მწამს, რომ გაცნობიერებული უნდა გქონდეს, როგორი ცხოვრებისეული ფასეულობები გაქვს, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვნი ცხოვრებაში. და ყოველთვის, როდესაც რაღაცას აკეთებ, შეეკითხო შენს თავს, მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის? თუ შენ გესმის, რომ აკეთებ იმას, რაც შენთვის მნიშვნელოვანი არ არის და ბედნიერება არ მოაქვს, უნდა რაღაც შეცვალო. უბრალოდ ჩალის ღერი ისე უნდა შეუფინო, რომ არ გეტკინოს, თუ რაღაც არ გამოგდის. მოიკრიფო სიმამაცე და გააკეთო ის, რაც გინდა. და უსათუოდ, დაგეგმარება და მიზნებიც ძალიან მნიშვნელოვანია. და არ უნდა გეშინოდეს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ უნდა წაიწიო ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით, ყოველდღიურად და მაშინ შედეგიც იქნება. და უნდა მოელაპარაკო შენს თავს: თუ შიში გვაქვს, კარგი, გვეშინია ოცი წუთი, შემდეგ კი ვაკეთებთ».

ტექსტი: ფოტო: ინსტაგრამი