რა იგრძენი როდესაც მიიღე ორიფლეიმისგან ეს ჯილდო?
ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო – მე არ ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდი. საერთოდ ჯერაც ვერ გამიცნობიერებია თუ როგორ გამიმართლა. ბევრი დიზაინერი წლობით მუშაობს ვიდრე მათი პროდუქტი მოხვდება ბაზარზე, ხოლო მე ეს უცბად გავაკეთე – ნუთუ ეს არაა ბედნიერება?
რაზე ფიქრობდი როდესაც ქმნიდი კოლექციას ორიფლეიმისთვის?
ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდა. ბრიფის თანახმად უნდა შემექმნა სამიდან ხუთ საგნამდე, მაგრამ დასასრულს გამომივიდა ექვსი. მე შემეძლო მთლიანად მომეფიქრებინა კოლექცია. გადავწყვიტე, რომ მასში უნდა შედიოდეს ჩანთა, ვინაიდან მე მიყვარს ჩანთების დიზაინის შექმნა და შარფი, რადგან ის ძალიან უხდება ჩანთას. დამოუკიდებლად გააკეთო საიუველირო სამკაულები ძალიან რთულია. საჭიროა სპეციალისტები პროტოტიპის შესაქმნელად. მე მოხარული ვიყავი, რომ ორიფლეიმმა ამის საშუალება მომცა.
ადრე თუ გიცდია სამკაულების შექმნა?
მე ვაკეთებდი ტყავის ჩანთებს და სამაჯურებს საკუთარი ბრენდისთვის, მაგრამ სულ მინდოდა მემუშავა მეტალთან და ქვებთან. სინამდვილეში მე გვარში მყავდა ნამდვილი იუველირები: ჩემი დიდი ბაბუა და მისი ბაბუა მუშაობდნენ საიუველირო ფირმაში, ამიტომ ბავშვობიდან ვიყავი საიუველირო ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში.
შენ მიმართე ნათესავებს დახმარებისთვის?
მე ვაჩვენე ესკიზები ჩემს მამას, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ იძულებული ვიყავი დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილებები. ის ყოველთვის ენდობა ჩემს გემოვნებას.
რაში ეძებდი შთაგონებას ამ კოლექციისთვის?
მე შთამაგონა მხატვარ ჯაკომო ბალას შემოქმედებამ. საინტერესოდ მომეჩვენა, როგორ გამოხატავს ნახატში სიჩქარისა და მოძრაობის იდეას. მაგალითად, ჩანთის მოხაზულობა ვნახე მისი კოსტიუმების ესკიზებში. ეს ასიმეტრიული ხაზები იყო მისი დროის ნამდვილი აღმოჩენა.
შენი კოლექცია გაიყიდება მთელს მსოფლიოში. ფიქრობდი თუ არა ამაზე, როდესაც მასზე მუშაობდი?
მე ბევრს ვფიქრობდი ამის შესახებ. ეს დიზაინერის საქმეა – ფიქრი იმაზე თუ ვინ გამოიყენებს შენს შექმნილ ნივთებს. მე მომწონდა აზრი, რომ შემიძლია შევქმნა კოლექცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოს ქალებისთვის. ეს თამამი გამოწვევაა! რაც უფრო საინტერესოს ხდიდა იდეას რომ დავთანხმებოდი.
ეს რთული შეკითხვაა. როგორ ვთქვა ეს გავს შეკითხვას: რომელი უფრო გიყვარს შენი შვილებიდან? მე ისინი ყველა მიყვარს!
მაშინ იქნებ შეგიძლია დაგვისახელო რომელიმე თავისებურება, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია?
შავი მარგალიტი, რომელიც გამოიყენება კოლექციაში. ჩემთვის ის ღრმად სიმბოლურია, ვინაიდან ერთ-ერთი ჩემი ოჯახის მეგობარი მე ბავშვობაში "შავ მარგალიტს" მეძახდა. ის ამბობდა, რომ ეს დიდი იშვიათობაა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ გაქვს რაიმე განსაკუთრეული ნივთი ან სამკაული?
მე მაქვს ბეჭედი, რომელსაც არასდროს ვატარებ, ვინაიდან ის ზედმეტად ძვირფასია ჩემთვის. ეს ყვავილის ფორმის ანტიკვარული ბეჭედია. ის დედამ მაჩუქა. ეს ნამდვილად ოჯახის რელიქვიაა.